Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულები/ Anti-Rabies Virus antibodies

ცნობილი როგორც:Dogs’ Certificate/სერთიფიკატი ძაღლებისთვის
SKU: VET23001

500.00

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: (ხელმისაწვდომია მხოლოდ კლინიკაში) ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 15
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ტესტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე გადახდით

 

ცხოველის ნიმუშის (სისხლი) აღების ინსტრუქცია:

 

აუცილებელი მოთხოვნა: ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ცხოველის ვაქცინაციიდან 30 დღის შემდეგ!

 

  • „სინევოს“  ფილიალებში  ვიზიტისას, შინაური ცხოველის მეპატრონემ ექთანს უნდა გამოართვას ცოფის ვირუსის ანტისხეულების ტესტირების სააპლიკაციო ფორმა, სინჯარა – 5ml Serum Clot activator Yellow top, (რომელშიც მოხდება მასალის (სისხლი) შეგროვება) ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ყუთი და გელპაკი.

სინჯარა უზრუნველყოფილია შედედების ამაჩქარებელი დანამატებით (გელით) და განკუთვნილია შრატის გამოსაყოფად. სინჯარას გააჩნია ყვითელი თავსახური (იხ. თანდართული ფოტო).

  • ცხოველის მეპატრონის მიერ სააპლიკაციო ფორმისა და სინჯარის წაღება უნდა მოხდეს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებაში, სადაც ცხოველისგან სისხლს უშუალოდ აიღებს ექიმი-ვეტერინარი და დააცენტრიფუგებს მას. (თუ ცენტრიფუგირება არ მოხდა ვეტერინარულ კლინიკაში, მაშინ საჭიროა ნიმუშის მოწოდება მოხდეს „სინევოს“ ფილიალში იმავე დღეს, სამუშაო საათებში , რათა ჩვენს მიერ დროულად დაცენტრიფუგირდეს ნიმუში)
  • ექიმ-ვეტერინარმა აგრეთვე სრულად უნდა შეავსოს ცოფის ვირუსის ანტისხეულების ტესტირების სააპლიკაციო ფორმა.
  • გელპაკიან ყუთში მოთავსებული ნიმუში და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ცხოველის მეპატრონემ უნდა მოიტანოს უკან „სინევოს“  იმავე ფილიალში საიდანაც მოხდა მისი გაცემა, სასურველია იმავე დღეს.

 

 

აუცილებლად უნდა შეგროვდეს მინიმუმ 1 მლ ოდენობის შრატი!

 

 

 

 

 

 

 

 

სააპლიკაციო ფორმის შევსების ნიმუში თანდართული კომენტარებით:

 

 

The undersigned: ვეტერინარის სახელი და გვარი

The unit: ვეტ-კლინიკის დასახელება

Town: ქალაქი, სადაც მდებარეობს ვეტ-კლინიკა

Phone: ვეტერინარის მობილურის ნომერი

Name: ცხოველის სახელი

Species: სახეობა: dog – ძაღლი; cat – კატა; other (თუკი რაიმე სხვა ცხოველია, გთხოვთ, დააკონკრეტოთ შესაბამის ველში)

 Breed:ჯიში

Date of Birth: ცხოველის დაბადების თარიღი

Microchip: მიკროჩიპი, იდენტიფიკაციის უნიკალური კოდი

Rabies vaccine: ცოფის აცრის ბრენდი, სერია, ადმინისტრირების თარიღი

Date of Collection of the blood sample: მასალის აღების თარიღი

Owner name and surname: პატრონის სახელი და გვარი

Full address of the owner: პატრონის სრული მისამართი

Country of export of the animal: ნიმუშის ექსპორტის ქვეყანა, ანუ საქართველო

Unit address (და მისი ქვედა ველი საკონტაქტო) შეივსება ცენტრალურ ფილიალში

 

აუცილებელია თარიღი და ვეტერინარის ხელმოწერა + ბეჭედი

 

 

 

 

 

 

 

 

 

საცნობარო მნიშვნელობები

ინფორმაცია მხოლოდ ფილიალებისთვის

 

 

ექთანმა მასალა უნდა ჩაიბაროს და დაარეგისტრიროს სილაბში, რომლის შემდეგაც მასალა   გამოგზავნება  ცენტრალურ ფილიალში.

 

მასალის სტაბილურობა: 7 დღე (2-8°C მაცივარში)

6 თვე (-20°C გაყინულ მდგომარეობაში)

 

ნიმუში ცენტრალურ ფილიალში (წინანდლის 9 ნომერი) უნდა მოვიდეს:

ორშაბათი (10:00-17:00)

სამშაბათი (10:00-17:00)

ოთხშაბათი (10:00-13:00)

ხუთშაბათი (10:00-17:00)

პარასკევი (10:00-13:00)

 

 

 

რეგიონებისთვის:

რეგიონიდან გამოგზავნამდე ნიმუში აუცილებლად უნდა დაცენტრიფუგირდეს, რათა ვარგისი იყოს კვლევისთვის.

ნიმუში გამოგზავნამდე უნდა განთავსდეს მაცივარში (2-8 °C), ხოლო უშუალოდ ტრანსპორტირებისას   ყუთში უნდა მოთავსდეს ცივ გელ-პაკთან ერთად.

 

კვლევის შედეგი და სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია გაიცემა 15 სამუშაო დღეში (3 კვირაში)

სერტიფიკატის ბეჭდური ვერსია გაიცემა არაუგვიანეს 30-40 კალენდარული დღისა

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button