21/03 დაუნის სინდრომის, ანუ 21-ე ქრომოსომის ტრისომიის საერთაშორისო დღეა. ამ დღის ყველა აქტივობა ემსახურება 21-ე ტრისომიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას.
ადამიანის ქრომოსომული კომპლექტი 46 ქრომოსომისგან შედგება. 21-ე ქრომოსომის ტრისომიის დროს კი 47 ქრომოსომითაა წარმოდგენილი, რაც იწვევს ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების შეფერხებებს.
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი