Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სტრეპტოკოკური ინფექცია | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

A ჯგუფის სტრეპტოკოკის ორგანიზმში მოხვედრისას ვითარდება სტრეპტოკოკური ინფექცია. A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექცია გადამდებია და ადვილად ვრცელდება. შემთხვევათა უმეტესობაში ვიტარდება კანისა და ხახის ინფექციური პროცესები.

სტრეპტოკოკურ ინფექციათა უმეტესობა საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა, არანამკურნალებ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ვითარდება.

A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადებებია:

  • ტონზილო-ფარინგიტი
  • ქუნთრუშა
  • იმპეტიგო
  • რევმატიული ცხელება
  • ენდოკარდიტი
  • ცელულიტი
  • ტოქსიკური შოკი
  • ქორეა
  • და სხვა

სტრეპტოკოკური ინფექცია ნებისმიერ ადამიანს უვითარდება, რადგან ბაქტერია ადვილად ვრცელდება კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზებით.  დაავადებული პირი გადამდებია სიმპტომების არსებობის პერიოდში.

 

ქუნთრუშა

კანზე გამონაყრითა და რესპირატორული ჩივილებით მიმდინარე დაავადებაა. იწყება ცხელებით და ყელის ტკივილით, რასაც მომდევნო დღეებში ემატება გამონაყარი კანზე.

გაიგე მეტი 

 

ტონზილო-ფარინგიტი

იწყება ყელის ძლიერი ტკივილიტ, ცხელებით, ყლაპვის გაძნელებით, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შეშუპებით.

გაიგე მეტი 

 

იმპეტიგო

კანის ინფექციური დაავადებაა, რომელიც უფრო მცირექლოვან ბავშვებში გვხვდება. იმპეტიგოს გამოწვევა შეუძლია როგორც A ჯგუფის სტრეპტოკოკს, ისე ოქროსფერ სტაფილოკოკს.

კანის სტრეპტოკოკური დაზიანება ხასიათდება მოწითალო კვანძების წარმოქმნით, რომლებიც ლოკალიზდება ძირითადად ცხვირისა და პირის ირგვლივ და კიდურებზე. კვანძების ზედაპირი წყლულდება და გამოყოფს ჩირქოვან ექსუდატს, რომელთან კონტაქტი დაავადების გავრცელების საფრთხეს ქმნის.

 

რევმატიული ცხელება და ქორეა

მწვავე რევმტიული ცხელება აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს გულს, სახსრებს, კანს და ნერვულ სისტემას. რევმატიული ცხელება სტრეპტოკოკური ინფექციის  არასათანადო მკურნალობის შედეგს წარმოადგენს. დაავადება მიმდინარეობს ართრიტით, გულის უკმარისობითა და ქორეით. მნიშვნელოვანია სტრეპტოკოკური ინფექციის აღმოფხვრა და სიმპტომური მკურნალობა.

გაიგე მეტი 

 

ცელულიტი

ცელულიტი კანის ღრმა შრეების ანთებითი დაავადებაა. ის სხვადასხვა ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს და მათ შორის სტრეპტოკოკმაც.  ცელულიტი ვითარდება კანის ზედაპირზე არსებული ინფექციური პროცესის სიღღმეში გავრცელების შედეგად.

სიმპტომებიდან ვლიდნება კანის დაზიანებული უბნის შეშუპება, შეწითლება და ტკივილი. ცელულიტი ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს, თუმცა რისკ-ჯგუფე ეკუთვნიან ადამიანები: ჭარბი წონით, ლიმფედემით.

 

ტოქსიკური შოკი

სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკი ვითარდება  შინაგან ორგანოებსა და სისხლის ნაკადში ინფექციის გავრცელების – სეფსისის შედეგად. დასაწყისში ვიტარდება მაღალი ცხელება შემცივნებით, კუნთების ტკივილი, გულისრევა-ღებინება. პირველი სიმპტომების განვითარებიდან 24-48 საათში ვითარდება:

ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება)

ტაქიკარდია (გულის რითმის აჩქარება)

ტაქიპნოე (სუნთქვის გახშირება)

პოლიორგანული უკმარისობა

დაავადება შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერს, თუმცა დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ოპერაციული ჩარევა და იმუნური სტატუსის დაქვეითება ზრდის ტოქსიკური შოკის განვითარების რისკს.

 

სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომები

სტრეპტოკოკური ინფექციის სიმტომები დამოკიდებულია განვითარებულ დაავადებაზე:

  • ყელის ძლიერი ტკივილი
  • ყლაპვის გაძნელება
  • პეტექიები (მცირე ზომის წითელი ლაქები) პირის ღრუსა და კანზე
  • ტონზილების ზომაში მომატება და ტკივილი
  • მუცლის ტკივილი
  • კანის აქერცვლა და ქავილი

 

მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ვლინდება:

  • დიარეა
  • თავბრუხვევა
  • მაღალი ცხელება
  • კანის დიდი ზომის დაზიანებები ან მუქი ფერის ლაქები
  • გულისრევა-ღებინება
  • კანის შეფერილობის ცვლილება
  • კანის შეშუპება და ჰიპერემია

 

დიაგნოსტიკა

სტრეპტოკოკური ინფექციების გამოვლენის ოქროს სტანდარტს სტრეპტოკოკის ანტიგენის სწრაფი ტესტი წარმოადგენს. გარდა ამისა ტარდება სხვა ლაბორატორიული კვლევები, დაავადების მიმდინარეობის შეფასების და მკურნალობის განსაზღვრისათვის:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ედს
  • სტრეპტოკოკის სწრაფი ტესტი
  • ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგია
  • დამატებითი ტესტები რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური დარღვევების დროს

 

მკურნალობა

სტრეპტოკოკური ინფექციის მკურნალობა პენიცილინის ჯგუფის  ანტიბიოტიკებით ხორციელდება, რომლის დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გართულებების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს სპეციალისტის კონსულტაცია და ჩატარდეს სესაბამისი მკურნალობა.

 

პრევენცია

A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციების პრევენციისთვის ვაქცინაცია არ არსებობს. პირადი ჰიგიენის დაცვა და დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, პრევენციის შესაძლებელი ვარიანტებია.

 

 

 

 

რევმატოიდული ართრიტი 

სტრეპტოკოკური ინფექციების და მასთან დაკავშირებული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/5911-group-a-streptococcal-infections

https://www.cdc.gov/groupastrep/diseases-public/index.html

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button