ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგის პროფილი მოიცავს 13 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
პროფილური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ეჭვის შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების დიაგნოსტირება და დაავადებების სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით
ზოგადი ინფორმაცია
სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) ყოველთვის იწყება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით (სგგი). სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) წარმოადგენენ ინფექციებს, რომლებიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით. მაგრამ ზოგჯერ ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს არასქესობრივადაც, მაგალითად, დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას და სხვა ფიზიკური კონტაქტისას (მაგ. ჰერპესი და ადამიანის პაპლიომავირუსი ვრცელდება კანით კანთან კონტაქტით). სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები.
სგგი/სგგდ შეიძლება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ ან ჰქონდეს მთელი რიგი ნიშნები და სიმპტომები.
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე დამატებითი ზოგადი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
როდის უნდა ჩავიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილური კვლევა?
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|