ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგის პროფილი მოიცავს 13 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

 

პროფილური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ეჭვის შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების დიაგნოსტირება და დაავადებების სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით

 

ზოგადი ინფორმაცია

სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) ყოველთვის იწყება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით (სგგი). სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) წარმოადგენენ ინფექციებს, რომლებიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით. მაგრამ ზოგჯერ ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს არასქესობრივადაც, მაგალითად, დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას და სხვა ფიზიკური კონტაქტისას (მაგ. ჰერპესი და ადამიანის პაპლიომავირუსი ვრცელდება კანით კანთან კონტაქტით). სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები.

სგგი/სგგდ შეიძლება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ ან ჰქონდეს მთელი რიგი ნიშნები და სიმპტომები.

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე დამატებითი ზოგადი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

როდის უნდა ჩავიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილური კვლევა?

  • 21 წლის და მეტი ასაკის ქალები (HPV);
  • 25 წლამდე ასაკის სქესობრივად აქტიური ქალები (ქლამიდია, გოგონორეა);
  • ჰომოსექსუალი მამაკაცები;
  • ადამიანები დიაგნოსტირებული HIV-ით;
  • ადამიანები, რომლებსაც ბევრი პარტნიორი ყავთ;
  • ადამიანები, რომლებსაც ახალი პარტნიორი ყავთ;
  • საეჭვო სქესობრივი კონტაქტი;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
  • როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
  • ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
  • საკვლევი მასალა
  • პჯრ დიაგნოსტიკა ხორციელდება მხოლოდ უროგენიტალური ნაცხით!

  • ნაცხის აღება ქალბატონებისთვის შესაძლებელია ჩვენს ფილიალებში.
  • მამაკაცებმა ნაცხის ასაღებად უნდა მიმართონ უროლოგს და წარმოადგინონ ფილიალში  ნიმუში

  • შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
  • თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
  • ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat
  • საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ-მდე
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი. პჯრ/PCR მეთოდი – 380 ლარი, ნაცვლად 660 ლარის

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან!

ნუ შეგრცხვება, დაიტესტე !

Call Now Button