სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილი მოიცავს 8 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

პროფილური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ეჭვის შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების დიაგნოსტირება, უკვე არსებული ინფექციის/დაავადების შემთხვევაში მისი მიმდინარეობის ან მკურნალობის მონიტორინგი და სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის გამო, პრევენციის მიზნით.

არსებობს სგგდ-ის 20-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა (დეტალური ინფორმაციისთვის გადადით კონკრეტული დაავადების ბმულზე):

რომელთა დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და პრევენციაც შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილით.

ზოგადი ინფორმაცია

სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) ყოველთვის იწყება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით (სგგი). სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) წარმოადგენენ ინფექციებს, რომლებიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით. მაგრამ ზოგჯერ ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს არასქესობრივადაც, მაგალითად, დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას და სხვა ფიზიკური კონტაქტისას (მაგ. ჰერპესი და ადამიანის პაპლიომავირუსი ვრცელდება კანით კანთან კონტაქტით). სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები.

სგგი/სგგდ შეიძლება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ ან ჰქონდეს მთელი რიგი ნიშნები და სიმპტომები.

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

როდის უნდა ჩავიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილური კვლევა?

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების – ქლამიდიოზის, გენიტალური ჰერპესის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის/შიდსის, სიფილისის, C და B ჰეპატიტების – დიაგნოსტიკა;
  • არსებული ინფექციის/დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის მონიტორინგი;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების – ქლამიდიოზის, გენიტალური ჰერპესის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის/შიდსის, სიფილისის, C და B ჰეპატიტების – სკრინინგი (პრევენციის მიზნით);

ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს სგგი-ზე, მოიცავს:

  • წყლულები ან მუწუკები სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუს ან სწორი ნაწლავის მიდამოში;
  • მტკივნეული შარდვა;
  • წვის შეგრძნება შარდვისას;
  • გამონადენი პენისიდან;
  • უჩვეულო ან სუნიანი ვაგინალური გამონადენი;
  • უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა;
  • მტკივნეული ან შეშუპებული სათესლე ჯირკვლები;
  • ქავილი საშოს არეში ან მის გარშემო;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • მტკივნეული, შეშუპებული ლიმფური კვანძები, განსაკუთრებით საზარდულის არეში, მაგრამ ზოგჯერ უფრო ფართოდ გავრცელებული;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • ცხელება;
  • გამონაყარი სხეულზე, ზედა და ქვედა კიდურებზე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა – ვენური სისხლი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილი – 150 ლარი, ნაცვლად 246 ლარისა

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

ისაუბრე, დაიტესტე, იმკურნალე!

 

 

English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button