Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პროლაქტინომა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

პროლაქტინომა ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც იწვევს ჰორმონი – პროლაქტინის ჭარბ სეკრეციას. პროლაქტინომის ეფექტები ვლინდება სასქესო ჰორმონების – ესტროგენების და ტესტოსტერონების წარმოქმნის შემცირებით. პროლაქტინომის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია.

ჰიპოფიზი მცირე ზომის, მუხუდოს მარცვლის ფორმის ჯირკვალია, რომელიც ტვინის ფუძეზეა განლაგებულ ძვლოვან სტრუქტურაში – თურქულ კეხშია მოთავსებული. ჰიპოფიზის წინა წილი (ადენოჰიპოფიზი) გამოიმუშავებს პროლაქტინს, დანარჩენ 5 ჰორმონთან ერთად. ჰიპოფიზის უკანა წილი – ნეიროჰიპოფიზი ასევე 2 ჰორმონს გამოიმუშავებს.

ჰიპოფიზის ჰორმონები ორგანიზმის თითქმის ყველა ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს.

პროლაქტინომა როგორც სიმსივნე სიცოცხლისათვის საშიში არ არის,თუმცა იწვევს მხედველობის დაქვეითებას, უშვილობას, თავის ტკივილს და სხვა.

 

სიმპტომები

პროლაქტინომა შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. კლინიკურ გამოვლინებებს იწვევს ჰიპერპროლაქტინემია – პროლაქტინის კონცენტრაციის მატება სისხლში, ასევე სიმსივნის დიდი ზომის შემთხვევაში – ზეწოლა ირგვლივ ქსოვილებზე.

რადგანაც პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია პირდაპირ დამთრგუნველ გავლენას ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე, სიმპტომები ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულად ვლინდება:

ქალებში:

  • არარეგულარული ციკლი ან მისი არარსებობა
  • გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან (ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდისგან დამოუკიდებლად)
  • ვაგინალური სიმშრალე
  • აკნე და თმიანობა სახეზე

 

მამაკაცებში:

  • ერექციული დისფუნქცია
  • სახის და სხეულის თმიანობის შემცირება
  • კუნთების ჰიპოტროფია
  • მკერდის ზომაში გადიდება

 

ქალებშიც და მამაკაცებშიც აღსანიშნავია:

  • უშვილობა
  • ოსტეოპოროზი (ძვლის მინერალიზაციის დარღვევა)
  • სექსუალური აქტივობის (ლიბიდოს) დაქვეითება

 

სიმსივნის მოცულობაში ზრდა და ირგვლივმდებარე ქსოვილებზე ზეწოლა იწვევს:

  • მხედველობის დაქვეითებას
  • თავის ტკივილებს
  • ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების წარმოქმნის დაქვეითებას

პრემენოპაუზაში მყოფი ქალები პროლაქტინომის სიმპტომებს ბევრად ადრე ამჩნევენ, ვიდრე პოსტმენოპაუზაში მყოფები. ამის მიზეზია ის, რომ არარეგულარული ციკლი იბყრობს ყურადღებას. მამაკაცები ასევე უფრო გვიან ამჩნევენ სიმპტომებს.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

როდესაც პაციენტი ამჩნევს ზემოთჩამოთვლი სიმპტომებს, ან როდესაც  დიაგნოსტირებული აქვს პროლაქტინომა, ორსულობის დაგეგმვისთვის აუციულებელია ჰორმონოთერაპია, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

 

ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი

მნიშვნელოვანი ორგანოა თავის ტვინში, რომელიც აკონტროლებს ჰიპოფიზის ჰორმონების გამოყოფას და ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰომეოსტაზის – ორგანოთა სისტემების სტაბილურობის შენარჩუნებას (სხეულის ტემპერატურა, არტერიული წნევა, გუნებ-განწყობა, ძილი, შიმშილი, წყურვილი და სხვა).

 

ენდოკრინული სისტემა

ენდოკრინული სისტემა შემდეგ ჯირკვლებს მოიცავს: ჰიპოფიზი, ფარისებრი, ფარისებრახლო ჯირკვლები, თირკმელზედა ჯირკვლები, პანკრეასი, საკვერცხეები, სათესლეები.

პროლაქტინომის დროს ჭარბად გამომუშავებული პროლაქტინი გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონების დონეზე.

გარდა პროლაქტინომისა, პროლაქტინის ჭარბი გამომუშავება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც:

  • მედიკამენტები
  • ჰიპოფიზის სხვა სიმსივნეები (ადენომები)
  • თირკმლის დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება
  • ორსულობა და ლაქტაცია

 

რისკ-ფაქტორები

პროლაქტინომები უფრო ხშირია ქალებში. ბავშვებში შედარებით იშვიათია.

იშვიათად ის შეიძლება წარმოადგენდეს თანდაყოლილი პათოლოგიის – მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიები ტიპი I – გამოვლინებას.

გართულებები

Ø  უნაყოფობა

Ø  ოსტეოპოროზი და მასტან ერთად სპონტანური მოტეხილობები

Ø  ორსულობის გართულებები – შესაძლოა განვითარდეს ესტროგენების დონის მატება ორსულობაში, რაც შესაძლოა სიმსივნის ზრდის  მიზეზი გახდეს. ეს იწვევს მხედველობის გაუარესებას და ტავის აუტანელ ტკივილებს ორსულებში.

Ø  მხედველობის დაკარგვა – არანამკურნალებ შემთხვევაში სიმსივნე ზეწოლას ახდენს მხედველობის ჯვარედინზე, რაც შესაძლოა მისი შეუქცევადი დაზიანების მიზეზი გახდეს.

Ø  ჰიპოფიზის სხვა  ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება – განსაკუთრებით თიროიდმასტიმულირებელი (TSH) და კორტიკოტროპული ჰორმონების სეკრეციის დარღვევა არაერთი პათოლოგიის მიზეზი ხდება.

 

 

მკურნალობა

პროლაქტინომის მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია – პროლაქტინის დონის დაქვეითების და სიმსივნის ზომაში შემცირების მიზნით. თუმცა, ზოგ შემთხვევაში მოცულობითი წარმონაქმნის ქირურგიული გზით მოცილების საჭიროება დგება.

 

 

პროლაქტინი 

 

წყარო

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prolactinoma/symptoms-causes/syc-20376958

 

ლაბორატორია სინევო გთავაზობთ ჰიპერპროლაქტინემიის სადიაგნოსტიკო ტესტებს

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button