ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პროფილი “დედის ჯანმრთელობა“ წარმოადგენს პროფილაქტიკურ პროფილს, რომელიც იძლევა დედის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, გულის, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გამოკვლევის, ნახშირწყლოვანი ცვლის პრობლემებისა და სისხლის შედედების უნარის შეფასების საშუალებას.

პროფილი მოიცავს  11 პარამეტრის კვლევას  (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

პროფილის ღირებულებაა   95 ლარი, ნაცვლად 214 ლარისა

როდის ჩავიტაროთ პროფილაქტიკური  გამოკვლევები?

მოწოდებულია 6 თვეში ერთხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. შესაბამისად, პროფილი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, მიუხედავად ასაკისა, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.

 

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის საჭიროა ვენური სისხლი.  ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია 

და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

 
  
 

 

 

 პროფილის ფასია – 95 ლარინაცვლად 214 ლარისა

 

Call Now Button