TSH თირეოტროპული ჰორმონი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

32.00

ზოგადი ინფორმაცია:

ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH, თირეოტროპინი) წარმოიქმნება ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა ნაწილის ბაზოფილური უჯრედების მიერ და აქვს ცირკადული გამოთავისუფლების რიტმი, რომელსაც აკონტროლებს ჰიპოთალამუსის მიერ წარმოებული TSH- გამათავისუფლებელი ჰორმონი: TSH– ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ღამის 2-4 საათისთვის და დილის 6-დან-8 საათმდე, საღამოს 17–18 საათზე TSH– ის მაჩვენებელი მინიმუმზეა. ასაკთან ერთად, TSH- ის კონცენტრაცია უმნიშვნელოდ იზრდება, ღამით კი ჰორმონის გამოყოფა მცირდება. სეკრეციის ნორმალური რიტმი ირღვევა ღამით ძილის დარღვევის დროს.

TSH– ის ჰიპოფიზის ჯირკვლიდან გამოთავისუფლება წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოლოგიური მოქმედების ცენტრალურ მარეგულირებელ მექანიზმს. TSH ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების (ტრიიოდთირონინის და თიროქსინის) ფორმირებასა და სეკრეციას, და ასევე იწვევს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების სტიმულაციას, ჰიპერტროფიასა და გამრავლებას -პროლიფერაციული ეფექტი.

თირეოტროპული ჰორმონის (TSH) დადგენა არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოზის საწყისი (პირველი) ტესტი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის მცირე ცვლილებებიც კი იწვევს TSH– ის კონცენტრაციის რევერსულ-საწინააღმდეგო მიმართულებით (ბევრად უფრო გამოხატულს) ცვლილებას. ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი ძალიან სპეციფიური და მგრძნობიარე პარამეტრია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლისთვის, აგრეთვე ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ფარისებრი სისტემის დაავადებების გამოვლენისა და გამორიცხვისთვის;

TSH დონე იზრდება პირველადი ჰიპოთირეოზის დროს, რაც ყველაზე მგრძნობიარე ტესტია ამ დაავადებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა ჰიპოთირეოიდიზმის ნიშნები, მაგრამ TSH– ის დონე არ იზრდება, ვლინდება მეორადი ჰიპოთირეოზი, ჰიპოპიტიუტარიზმის ფარგლებში. TSH დაბალი მაჩვენებლები გვხვდება ჰიპერთირეოიდიზის დროს.

TSH– ის დადგენა სასარგებლოა ჰიპოთირეოზიით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობის ეფექტის მონიტორინგის დროს: TSH– ის დაბალი მნიშვნელობები გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიის გადაჭარბების შემთხვევაში.

TSH– ის ნორმალური მაჩვენებლები მიუთითებს დაბალანსებულ მკურნალობაზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოზი, ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ფარისებრი სისტემის დაავადებების დიფერენციალური დიაგნოზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ; TSH ტესტირებისთვის სისხლი არ მიიღება ფარისებრი ჯირკვლის ახლად გაკეთებული ბიოფსიის ან ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ.

TSH დონე განსხვავდება დღის სხვადასხვა დროს; ახალშობილებში ნიმუშის აღება ხდება დაბადებიდან 3-7 დღის შემდეგ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

N/A

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up