Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ზონულინი (შრატი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ზონულინი
SKU: 1342

145.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

რა არის ზონულინი?
ზონულინი წვრილ ნაწლავში სინთეზირებული ცილაა, რომელიც მონაწილეობს ნაწლავის კედლის უჯრედების მიერ წყლის და ნუტრიენტების შწოვაში, დაზიანებული უჯრედების აღდგენა-განახლებაში. გარდა წვრილი ნაწლავისა ზონულინი სეკრეტირდება ღვიძლში, თირკმელებში, გულში, ტვინში, იმუნურ უჯრედებში. ის ერთადერთი ცილაა სისხლში, რომელიც ასახავს ნაწლავის კედლის განვლადობის უნარს და მისი კონცენტრაციის მატება სისხლში, ნაწლავური ბარიერის დარღვევის მარკერად ითვლება. ეს განაპირობებს ნაწლავის კედელში დიდი მოლეკულების განვლადობის მომატებას და ნაწლავის კედელში ანთებითი პროცესის განვითარებას. ზონულინის კონცენტრაციის მატება უკავშირდება ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ცელიაკია, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავის ანთებითი დაავადება და სხვა.
ზონულინი განეკუთვნება ე.წ. „მტკიცე კავშირის“ ცილებს, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწლავის კედლის უჯრედების მჭიდრო განლაგებას და ამგვარად ქმნის ბარიერს, რომელიც მთელ რიგ მოლეკულებს ნაწლავის უჯრედების მემბრანის გავლის საშუალებას არ აძლევს. ნაწლავის ბარიერული ფუნქცია გვიცავს ტოქსიკური და სხვადასხვა დამაზიანებელი ნივთიერებების სისხლის ნაკადში მოხვედრისგან.
ნაწლავის კედლის მომატებული განვლადობის დროს, არასასურველი მოლეკულები ხვდება სისხლის ნაკადში და იწვევს ქრონიკული ანთებითი და ზოგჯერ აუტოიმუნური დაავადებების პროვოცირებას (ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი).
ზონულინი გვხვდება თითქმის ყველა საკვებ პროდუქტში, მაგრამ ყველაზე უხვადაა ხორბალსა და სხვა მარცვლოვნებში, რძის პროდუქტებში, პარკოსნებში. ხორცის და თევზის პროდუქტებში არაა ის წარმოდგენილი.

სიმპტომები
სიმპტომები, იმ მდგომარეობების დროს, რომლებსაც ახასიათწებს ზონულინის დონის მომატება, დამოკიდებულია დაავადებაზე.
ცელიაკიას ხშირად ახლავს მუცლის ტკივილი, შებერილობა, დიარეა, წონის კლება, ზოგადი სისუსტე.
ტიპი I შაქრიან დიაბეტს ახასიათებს გაძლიერებული წყურვილი, პოლიურია, წონის კლება, საერთო სისუსტე.
ნაწლავის ანტებითი დაავადებებისას (კრონის დაავადება) სიმპტომები მსგავსია – მუცლის ტკივილი, დიარეა, სისუსტე, წონის კლება.
ზონულინის კვლევას ზოგჯერ ატარებენ მეტასტაზური სიმსივნის დიაგნოსტირების დროსაც (მაგ: პანკრეასის სიმსივნე, მკერდის სიმსივნე), რადგან ითვლება, რომ ზონულინი აძლიერებს რა ნაწლავის ქსოვილის განვლადობას დიდი მოლეკულებისთვის, ხელს უწყობს მეტასტაზების გავრცელებას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

როდის ჩავიტაროთ ტესტი
ზონულინის კვლევა ტარდება ვენურ სისხლში, თუმცა ის არ წარმოადგენს რუტინულ კვლევას. სისხლში იზომება ზონულინის ანტისხეულების დონე, ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა ცელიაკია, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება).
ზონულინის მომატებულ რაოდენობას ახასიათებს ბაქტერიების გაძლიერებული ადჰეზია („მიწებება“) უჯრედებზე. ამას მოსდევს ინფექციური პროცესის აქტივაცია და ანთება. ანთებას შედეგად მოყვება: მალაბსორბცია, დიარეა, წონის კლება.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ზონულინის მომატებული კონცენტრაციისთვის მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადებაზე, რომელიც იწვევს ზონულინის მატებას.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.assaygenie.com/blog/zonulin-intestinal-permeability

ლაბორატორიები
Call Now Button