ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თუთია Zn (შარდი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Zinc, Zn
SKU: 1152

40.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

პროდუქტის აღწერა

თუთია (Zn) ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რაოდენობრივად მეორეა, რკინის შემდეგ. თუთია შედის 300-ზე მეტი მეტალოფერმენტის, მათ შორის კარბოანჰიდრაზას, ტუტე ფოსფატაზას, რნმ და დნმ პოლიმერაზების და ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას, შემადგენლობაში. თუთიის მთავარი როლი ცილისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში განმარტავს ზრდის შეფერხებასა და ჭრილობების შეხორცების პროცესის დარღვევას თუთიის დეფიციტისას. ის ჩართულია გენის ექსპრესიის რეგულირებასთან დაკავშირებულ მექანიზმებში.

თუთია ინახება ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში; ამ დეპოებიდან მისი მობილიზაცია რთულია თუთიის დეფიციტის პირობებშიც კი. ნაწლავში მისი შეწოვა იზრდება დეპოზიტების შემცირებისას.

საკვებში თუთია ძირითადად ასოცირებულია ცილებთან და მისი ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია ამ ცილების მონელებაზე. თუთია ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია წითელ ხორცსა და თევზში.

სისხლის პლაზმა შეიცავს ორგანიზმში თუთიის მთლიანი რაოდენობის 1%-ზე ნაკლებს. პლაზმური თუთიის უმეტესი ნაწილი ასოცირდება ალბუმინთან (80%), ხოლო დანარჩენი, ძირითადად, ალფა-2-მაკროგლობულინთან. თუთიის შემცველობა ერითროციტებში დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში.

თუთიის გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება ნაღველთან და შარდთან ერთად.

თუთიის დეფიციტი იწვევს მადის დაკარგვას, ზრდის დარღვევას (ჩონჩხის დარღვევები, კოლაგენის სინთეზის შეცვლა), ალოპეციასა და ჭრილობების შეხორცების შეფერხებას; მძიმე დეფიციტის დროს სახეზეა ჰიპოგონადიზმი და ჯუჯობა, ამ მდგომარეობების შემსუბუქება ხდება თუთიის დანამატების მიღებით; მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ თუთიის ორალური პრეპარატების ქრონიკული მიღება ხელს უშლის სპილენძის შეწოვას და შეიძლება გამოიწვიოს მისი დეფიციტი.

დუღილის ტემპერატურაზე თუთია ორთქლდება და დაჟანგვის შედეგად წარმოქმნის თუთიის ოქსიდის ორთქლს. თუთიის ოქსიდის მწვავე ზემოქმედება იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ხველას, გულმკერდის ტკივილს, თავის ტკივილს, გულისრევას, ცხელებას და მიალგიას.

თუთიის ქლორიდი არის კიდევ ერთი ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ქიმიური კვამლის გენერატორებში; ამ კოროზიული მასალის შესუნთქვა იწვევს ქიმიურ პნევმონიტს, ბრონქულ და ალვეოლურ ობსტრუქციას და ზოგჯერ, ფატალურადაც მთავრდება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი თუთიაზე?

  • თუთიის ზემოქმედების მონიტორინგი;
  • თუთიის დაბალი კონცენტრაციის შეფასება შრატში.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

სპონტანური შარდი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შრატში თუთიის დაბალი კონცენტრაციის კავშირი შარდში თუთიის გამოყოფის შემცირებასთან ადასტურებს თუთიის დეფიციტს.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/zinc-in-plasma/
https://www.synevo.bg/tsink/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button