ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სრული ეგზომის სექვენირება | WES Single (მხოლოდ პაციენტი)

ცნობილი როგორც:სრული ეგზომის სექვენირება – Whole Exome Sequencing (WES)
SKU: GEN-WES001MG

2,950.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 25-35
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

მასალის აღება შესაძლებელია:

  • რეგიონებში: ოთხშაბათს და ხუთშაბათს
  • თბილისში: ოთხშაბათს და ხუთშაბათს – მთელი დღის განმავლობაში. პრასკევს – 12 საათამდე

მასალის გაგზავნის დღეა პარასკევი

ნიმუშები იგზავნება  Medicover Genetics-ის გერმანიის ლაბორატორიაში

შედეგების მიღების დრო: ნიმუშის გაგზავნიდან 5-7 კვირა

სრული ეგზომის სექვენირება | WES Single (მხოლოდ პაციენტი)

სრული ეგზომის სექვენირება  (WES) კომპლექსური გენეტიკური ტესტია, რომელიც აანალიზებს ადამიანის ყველა გენის ცილის მაკოდირებელ უბნებს — ანუ ეგზონებს (~20,000 გენი). ყველა ეგზონის ერთობლიობას ეწოდება ეგზომი.

ეგზომში (გენის მაკოდირებელ უბნებში) თავმოყრილია დაავადებებთან ასოცირებული გენომური ვარიანტების 85%, ხოლო დანარჩენი 15% მდებარეობს ინტრონებში (გენების არამაკოდირებელ უბნებში).

 

სრული ეგზომის სექვენირება  (WES) სამ პანელს მოიცავს, ესენია:

  • WES Single – კვლევა უტარდება მხოლოდ პაციენტს
  • WES Duo – კვლევა უტარდება პაციენტს  და მხოლოდ  ერთერთ მშობელს
  • WES Trio – კვლევა უტარდება პაციენტს და  ორივე მშობელს

Trio WES ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რომელიც იძლევა ყველაზე სრულყოფილ შედეგებს და ყველაზე მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს. Trio WES საშუალებას იძლევა ერთდროულად გაანალიზდეს  მემკვიდრეობითობის ყველა მოდელი და განისაზღვროს კლინიკურად მნიშვნელოვანი ვარიანტების მნიშვნელობა.

თუ პაციენტთან ერთად მხოლოდ ერთი ბიოლოგიური მშობელია წარმოდგენილი, შესაძლებელია Duo WES ჩატარება (პაციენტი+მშობელი).

თუ არცერთი ბიოლოგიური მშობელი არ არის წარმოდგენილი, Single WES ერთადერთი შესაძლებელი კვლევაა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

სრული ეგზომის სექვენირება (WES) უტარდება ძირითადად  პაციენტებს იშვიათი ან აუხსნელი სიმპტომებით, განსაკუთრებით ბავშვებში ნეიროგანვითარების დარღვევებით. ასევე გამოიყენება ონკოლოგიაში, მემკვიდრეობითი დაავადებების დიაგნოსტიკაში და მაშინ, როცა სხვა ტესტები ვერ იძლევა პასუხს:

  • პაციენტები რთული სამედიცინო ისტორიით, მულტიორგანული პათოლოგიებით
  • პაციენტები, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ გენეტიკური ტესტირება, თუმცა მიღებული მონაცემები ორაზროვანი ან არადამაჯერებელია
  • პაციენტები რთული, არასპეციფიკური სიმპტომებით,  დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის
  • ჩვილობის ასაკიდან გამოვლენილი მულტიორგანული დარღვევები, განვითარების გლობალური შეფერხება

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

სრული ეგზომის სექვენირებისას კვლევის შედეგი აღწერს ყველა პათოგენურ, პირობით პათოგენურ და გაურკვეველი მნიშვნელობის ვარიანტებს, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყოს კლინიკურ გამოვლინებასთან.

პათოგენური და სავარაუდოდ პათოგენური ვარიანტები: იდენტიფიცირებულია გენეტიკური მიზეზი, რომელიც დაკავშირებულია გამოვლენილ სიმპტომებთან და მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობისა და მართვის გეგმის განსაზღვრაში.

გაურკვეველი მნიშვნელობის ვარიანტები: გამოვლენილი ვარიანტი, ვერ კლასიფიცირდება როგორც პათოგენური ან ნეიტრალური, თუმცა შესაძლოა საჭიროებდეს დამატებით კვლევას ან ოჯახის წევრების ტესტირებას, კლინიკურ გამოვლინებებთან მისი კავშირის დასადგენად.

შემთხვევით გამოვლენილი ვარიანტები: გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც არ უკავშირდება პაციენტის მიმდინარე მდგომარეობას, თუმცა შესაძლოა მომავალში გავლენა მოახდინოს პაციენტის ჯანმრთელობაზე.

მეორეული აღმოჩენები: გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც არ უკავშირდება პაციენტის მიმდინარე მდგომარეობას, თუმცა, ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის გამო, მიზანმიმართულად ხორციელდება ამ გენების  ტესტირება. საყურადღებო ვარიანტის გამოვლენის შემთხვევაში, მონაცემები აისახება დასკვნაში (მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობასთან არ აქვს კავშირი)

უარყოფითი შედეგი არ ნიშნავს დაავადების არარსებობას ან  დაავადების გენეტიკური მიზეზის სრულად გამორიცხვას. ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.

საცნობარო მნიშვნელობები

სრული ეგზომის სექვენირება  (WES) საშუალებას იძლევა ერთდროულად გაანალიზდეს ძალიან ბევრი გენი. ეს მნიშვნელოვნად ზრდის  დაავადების გენეტიკური მიზეზის აღმოჩენის შანსს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმპტომები კომპლექსურია და ართულებს დიაგნოსტიკას. მიღებული გენომური ინფორმაცია მნიშვნელოვანია არსებული ვარიანტების გენეტიკური გზით გადაცემის რისკის შესაფასებლად.

ტექნოლოგია

საკვლევი მასალიდან გამოიყოფა დნმ და ახალი თაობის სექვენირების მეთოდით ხდება ყველა მაკოდირებელი უბნის (ეგზონის) შესწავლა. კვლევა ავლენს ერთბაზიან ცვლილებებს, მცირე დელეციებს და დუბლიკაციებს და ასლის რიცხვის ვარიაციებს. ვარიანტების კლასიფიკაცია ტარდება ACMG სახელმძღვანელოს მიხედვით (Richards და სხვ. 2015, Genet Med 17:405; Kearney და სხვ. 2011, Genet Med 13:680).

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 280 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button