ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾92.00
ვიტამინი A ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი საკვებ პროდუქტებში. ადამიანის ორგანიზმში რეტინოლია ვიტამინ A-ს წინამორბედი ფორმა. ვიტამინი A მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობის და კანის სიჯანსაღისთვის, ასევე ძვლების ჩამოყალიბების, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების გამართული ფუნქციონრებისთვის.
A ვიტამინის დეფიციტი იწვევს ღამის მსედველობის დარღვევევბს და მწვავე შემთხვევაში სიბრმავესაც კი იწვევს.
A ვიტამინის სიჭარბეს ტოქსიკური გამოვლინებები ახასიათებს და მძიმე შემთხვევაში ტანდაყოლილი პათოლოგიების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
A ვიტამინი ორგანიზმში არ სითეზდება, ამიტომ მისი მარაგი მთლიანად საკვებით (დანამატებით) მიწოდებაზეა დამოკიდებული. ცხოველური პროდუქტები (მაგ ხორცი) უზრუნველყოფს ორგანიზმს რეტინოლით, ხოლო მცენარეული პროდუქტებით (ხილი, ბოსტნეული) ვირებთ კაროტინს, რომელიც ღვიძლში A ვიტამინად გარდაიქმნება. A ვიტამინი აკუმულირდება ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში. სისხლში A ვიტამინის სტაბილური დონის შენარჩუნება უკუკავშირის მექანიზმით ხორციელდება, რაც რეგულირდება საჭიროებისამებრ ვიტამინის გამოთავისუფლება-შებოჭვით დეპოებიდან და ნაწლავიდან მისი შეწოვის რეგულაციით.
A ვიტამინის დეფიციტი, ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვისაა დამახასიათებელი, როდესაც არასაკმარისია საკვები, ან დაბალია მისი კვებითი და შემადგენლობითი ღირებულება.
ვიტამინ A-ს დეფიციიტი ყველაზე მეტად დამახასიათებელია ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიცაა: მალნუტრიცია, ქრონიკული დიარეით მიმდინარე დაავადებები, ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, ქრონიკული პანკრეატიტი, ასევე ალკოჰოლიზმი, ღვიძლის დაავადებები, სანაღვლე გზების ბლოკადა, სანაღვლე გზებსა და ანწლავზე წარმოებული ოპერაციისშემდგომი მდგომარეობები და სხვა.
სიმპტომები
A ვიტამინის დეფიციტის გამოვლინებები:
ღამის სიბრმავე
თვალის, კანის და თმის სიმშრალე
რქოვანასა და კონიუნქტივას წყლულოვანი დაზიანება
კანის უბნების გაუხეშება
ხშირი ინფექციები
ანემია
როდის ჩავიტაროთ კვლევა?
ისეთი დიაგნოზების არსებობისას, რომელიც A ვიტამინის დეფიციტთანაა ასოცირებული, რეკომენდებულია მისი კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი:
ცელიაკია
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
კრონის დაავადება
როდესაც სისხლში A ვიტამინის დონე ნორმაშია, შესაძლოა არსებობდეს მის დეპოებში დეფიციტი, რომელიც კლინიკურად არ ვლინდება, მანამ, სანამ A ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნა არ გაიზრდება (მაგ: ორსულობისას).
ბეტაკაროტინის შემცველი (მცენარეული) პროდუქტების ჭარბი მიღება, არ იწვევს A ვიტამინის სიჭარბეს ორგანიზმში და მისი ეფექტების გამოვლენას, რადგანაც, როდესაც A ვიტამინის დეფიციტი არაა, კაროტინი არ გარდაიქმნება A ვიტამინად.
A ვიტამინის წყარო
ხორცი
ღვიძლი
კვერცხი
რძის პროდუქტები
ბეტა-კაროტინის შემცველი მცენარეული პროდუქტებია:
სტაფილო
ისპანახი
გარგარი
ტკბილი კარტოფილი და სხვა.
ნორმის მაჩვენებლები
0 – 1 წლამდე — 0.09 – 0.45 მგ/ლ
1 – 11 წლამდე — 0.29 – 0.46 მგ/ლ
11 -16 წლამდე — 0.26 – 0.54 მგ/ლ
16 – 19 წლამდე — 0.29 – 0.74 მგ/ლ
19 წლის ზევით — 0.3 – 0.9 მგ/ლ
საკვლევი ნიმუში
სისხლის შრატი
წინასწარი მომზადება
ტესტი ტარდება უზმოდ. ნიმუშის აღებამდე 24 საათით ადრე აკრძალულია ალკოჰოლის მიღება
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |