ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ვანილმანდელის და ჰომოვანილის მჟავა
ჰომოვანილის მჟავას (HVA) და ვანილმანდელის მჟავას (VMA) ტესტი შარდში გამოიყენება ბავშვებში კატექოლამინ-ასოცირებული სიმსივნეების: ნეირობლასტომის, ფეოქრომოციტომის, და სხვა სიმსივნეების სკრინინგისათვის. ასევე ამ სიმსივნეების მკურნალობის მონიტორინგის მიზნით.
გარდა ამისა, ჰომოვანილის მჟავას კვლევა ბავშვებში გამოიყენება კატექოლამინის მეტაბოლიზმის დარღვევევბის დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა მონოამინოქსიდაზა-A-ს და დოფამინ-ბეტა-ჰიდროქსილაზას დეფიციტი, რაც იწვევს შარდში ჰომოვანილმჟავას კონცენტრაციის ცვლილებას.
რეფერალური ნორმები
ვანილმანდელის მჟავა
1-7 წლამდე: < 2,2
7-10 წლამდე: < 3,8
10-99 წლამდე: <6,5
ჰომოვანილის მჟავა:
0-99 წლამდე: < 8,0
შედეგების ინტერპრეტაცია:
ჰომოვანილის, ვანილმანდელის მჟავას და კატექოლამინების სხვა მეტაბოლიტების რაოდენობის ზრდა, როგორც წესი ასოცირებულია კატექოლამინ-მასინთეზებელ სიმსივნეებთან. ასევე ამ მეტაბოლიტების კვლევა გამოიყენება აღნიშნული სიმსივნეების მკურნალობის მონიტორინგისთვის. მონოამინოქსიდაზა A-ს დეფიციტისას როგორც წესი შარდში მცირდება ჰომოვანილის მჟავის კონცენტრაცია. მაშინ როცა, დოფამინ ბეტა-ჰიდროლაზას (ფერმენტი, რომელიც დოფამინს ნორეპინეფრინად გარდაქმნის) დეფიციტი იწვევს ჰომოვანილის მჟავის კონცენტრაციის მატებას შარდში.
ვანილმანდელის და ჰომოვანილის მჟავას კონცენტრაციები მომატებულია ნეირობლასტომის შემთხვევატა 90%-ზე მეტში, თუმცა ტესტის პოზიტიური შედეგის შემთხვევაში დამატებითი კვლევებია საჭირო.
კვლევების ნორმალური ამჩვენებელი არ გამორიცხავს კატექოლამინ-მასინთეზებელი სიმსივნის დიაგნოზს.
ჰომოვანილის და ვანილმანდელის მჟავას მატება ასევე დამახასიათებელია ფეოქრომოციტომისთვის.
საკვლევი მასალა: 24 საათიანი შარდი.
წინასწარი მომზადება: L-დოფას პრეპარატები და სულფანილამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები იწვევს ვანილმანდელის და ჰომოვანილის მჟავას კონცენტრაციების ცრუ მატებას, ამიტომ ექიმს უნდა ქონდეს ინფორმაცია იმ მედიკამენებზე რასაც იღებს პაციენტი.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები