ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00 Original price was: ₾90.00.₾81.00Current price is: ₾81.00.
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
კვლევის დროს ხდება საშოსა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ქალის გენიტალური (სასქესო) ტრაქტის ნორმალური ფლორა იცვლება ლორწოვანი გარსის pH-ისა და ესტროგენის კონცენტრაციის მიხედვით.
ქვედა გენიტალური ინფექციები
შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული და შეიძლება განვითარდეს იზოლირებულად ან ვაგინიტთან ერთად.
ვაგინიტი – საშოს ანთებაა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა მიკროფლორაა, როგორებიცაა: სოკო, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, პარაზიტები, ნორმალური ვაგინალური ფლორის დისბალანსი და სხვა.
ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის ანთებაა და ხშირად მიზეზი იგივე ინფეცქიებია, რაც ვაგინიტის დროს. .
*მამაკაცის უროგენიტალური ნაცხის აღება “სინევოს” ფილიალებში არ ხორციელდება. საჭიროა სპეციალისტის მიერ აღებული ნაცხის მოტანა ფილიალში!
ტარდება შარდსადენის ნაცხის, პროსტატის სეკრეტისა და სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მამაკაცის სასქესო ტრაქტი ჩვეულებრივ სტერილურია, რასაც უზრუნველყოფს შარდისა და ეაკულატის მექანიკური ზემოქმედება და ასევე პროსტატის მიერ გამოყოფილი ანტიბაქტერიული თვისებების მქონე პოლიპეპტიდი. აღმავალი ინფექციის წყაროს, როგორც წესი, წარმოადგენს მამაკაცის შარდსადენი.
ანთებითი პროცესის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმის მდგომარეობა, ინფექციური პროცესის მიმდინარეობის სიმძიმე და გამომწვევის ვირულენტობა.
გამოკვლევის შემდეგ ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით.
ქალებში: საშოს ნაცხი, საშვილოსნოს ყელის ნაცხი.
მამაკაცებში: ურეთრის ნაცხი, პროსტატის სეკრეტი, სპერმა.
ნაცხში პათოგენური მიკროფლორის ან სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდების გამოყენება, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს. გამოკვლევების შედეგების, კლინიკური სურათის და სხვა ანამნეზური მონაცემების გათვალისწინებით, სწორედ ექიმ-სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის დანიშვნაზე.
https://www.synevo.ro/shop/cultura-secretie-uretrala-cu-antibiograma-dupa-caz/
https://www.synevo.ro/shop/cultura-secretii-vaginale-cu-antibiograma-dupa-caz/
https://spravochnik.synevo.ua/ru/bacteriologia/id1771.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები