ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ორგანული მჟავები შარდში

ცნობილი როგორც:ორგანული მჟავები შარდში
SKU: CH159

290.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ორგანული მჟავები შარდში

ლაბორატორიული კვლევაა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების შეფასების საშუალებას იძლევა. ტესტი გამოიყენება სხვადასხვა თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევის, მიტოქონდრიული დაავადებებისა და ორგანული აციდურიების დიაგნოსტიკაში. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში განვითარების შეფერხების, კრუნჩხვების, განმეორებითი ღებინების, ჰიპოგლიკემიისა და უცნობი წარმოშობის მეტაბოლური დარღვევების შეფასებისას.

 

ორგანული მჟავები ნივთიერებებია, რომლებიც წარმოადგენს უჯრედული ორგანული კომპონენტების –  ამინომჟავების, ლიპიდების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების, სტეროიდების – მეტაბოლიზმის შუალედურ პროდუქტებს.

ორგანული აციდურიების გენეტიკური მეტაბოლური დაავადებების ჯგუფია, რომლებიც ხასიათდება ან პათოლოგიური მეტაბოლიტების წარმოქმნით,  ან ნორმალური მეტაბოლიტების აკუმულირებით ორგანიზმში.

ეს დარღვევები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც  ჩვილობაში, ისე მოგვიანებითაც პერიოდული მეტაბოლური დეკომპენსაციის ეპიზოდების და განვითარების ჩამორჩენის სახით.

ორგანული მჟავები გამოიყოფა შარდით, ამიტომ მათი განსაზღვრა შარდში მეტად ზუსტ პასუხს იძლევა, ვიდრე პლაზმაში.

 

საკვლევი მასალა – სპონტანური შარდი

 

ტესტი იკვლევს შარდში შემდეგ ორგანულ მჟავებს და მეტაბოლიტებს

  • რძემჟავა (Lactic acid)
  • პიროყურძნის მჟავა (Pyruvic acid)
  • ოქსალმჟავა (Oxalic acid)
  • გლიკოლის მჟავა (Glycolic acid)
  • გლიოქსილის მჟავა (Glyoxylic acid)
  • გლიცერინის მჟავა (Glyceric acid)
  • მანდელის მჟავა (Mandelic acid)
  • ფენილძმარმჟავა (Phenylacetic acid)
  • ფენილრძემჟავა (Phenyllactic acid)
  • ფენილპიროყურძნის მჟავა (Phenylpyruvic acid)
  • ოროტის მჟავა (Orotic acid)
  • ჰომოგენტიზინის მჟავა (Homogentisic acid)
  • მეთილმალონის მჟავა (Methylmalonic acid)
  • ოქტანმჟავა (Octanoic acid)
  • დიკარბოქსილის მჟავები (Dicarboxylic acids)
  • ეთილმალონის მჟავა (Ethylmalonic acid)
  • მეთილსუქცინის მჟავა (Methylsuccinic acid)
  • გლუტარის მჟავა (Glutaric acid)
  • ჰომოვანილის მჟავა (Homovanillic acid, HVA)
  • ვანილილმანდელის მჟავა (Vanillylmandelic acid, VMA)
  • პიროგლუტამის მჟავა (5-ოქსოპროლინი) (Pyroglutamic acid, 5-oxoproline)
  • მევალონის მჟავა (Mevalonic acid)
  • მალონის მჟავა (Malonic acid)
  • ადიპინის მჟავა (Adipic acid)
  • სუბერის მჟავა (Suberic acid)
  • სებასის მჟავა (Sebacic acid)
  • ფუმარის მჟავა (Fumaric acid)
  • 2-ჰიდროქსიგლუტარის მჟავა (2-Hydroxyglutaric acid)
  • 3-მეთილგლუტაკონის მჟავა (3-Methylglutaconic acid)
  • 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარის მჟავა (3-Hydroxy-3-methylglutaric acid)
  • 3-მეთილგლუტარის მჟავა (3-Methylglutaric acid)
  • 3-მეთილკროტონილგლიცინი (3-Methylcrotonylglycine)
  • მეთილლიმონმჟავა (Methylcitric acid)
  • 4-ჰიდროქსიფენილრძემჟავა (4-Hydroxyphenyllactic acid)
  • 4-ჰიდროქსიფენილპიროყურძნის მჟავა (4-Hydroxyphenylpyruvic acid)
  • 4-ჰიდროქსიფენილძმარმჟავა (4-Hydroxyphenylacetic acid)
  • 3-ჰიდროქსიპროპიონის მჟავა (3-Hydroxypropionic acid)
  • 2-მეთილ-3-ჰიდროქსიბუტირის მჟავა (2-Methyl-3-hydroxybutyric acid)
  • 2-მეთილაცეტოძმარმჟავა (2-Methylacetoacetic acid)
  • იზოვალერილგლიცინი (Isovalerylglycine)
  • 3-ჰიდროქსიიზოვალერის მჟავა (3-Hydroxyisovaleric acid)
  • 2-ჰიდროქსი-3-მეთილვალერის მჟავა (2-Hydroxy-3-methylvaleric acid)
  • 2-ჰიდროქსიიზოვალერის მჟავა (2-Hydroxyisovaleric acid)
  • α-კეტოიზოკაპრონის მჟავა (α-Ketoisocaproic acid)
  • α-კეტოიზოვალერის მჟავა (α-Ketoisovaleric acid)
  • α-კეტოგლუტარის მჟავა (α-Ketoglutaric acid)
  • სუქცინილაცეტონი (Succinylacetone)
  • ჰოკინსინი (Hawkinsin)
  • პროპიონილგლიცინი (Propionylglycine)
  • ტიგლილგლიცინი (Tiglylglycine)
  • 2-მეთილბუტირილგლიცინი (2-Methylbutyrylglycine)
  • ეთილჰიდრაკრილატი (Ethylhydracrylate)
  • იზობუტირილგლიცინი (Isobutyrylglycine)
  • 3-ჰიდროქსიიზობუტირის მჟავა (3-Hydroxyisobutyric acid)
  • N-აცეტილასპარტატის მჟავა (N-Acetylaspartic acid)
  • 3-ჰიდროქსიგლუტარის მჟავა (3-Hydroxyglutaric acid)
  • პიროლ-2-კარბოქსიგლიცინი (Pyrrole-2-carboxyglycine)
  • ურაცილი (Uracil)
  • ციკლური ციტრულინი (Cyclic citrulline)
  • N-აცილამინომჟავები (N-Acyl amino acids)
  • ჰექსანოილგლიცინი (Hexanoylglycine)
  • სუბერილგლიცინი (Suberylglycine)
  • 3-ჰიდროქსიდიკარბოქსილის მჟავები (3-Hydroxydicarboxylic acids)
  • 3-ჰიდროქსიჰექსენოის მჟავა (3-Hydroxyhexenoic acid)
  • 5-ჰიდროქსიჰექსენოის მჟავა (5-Hydroxyhexenoic acid)
  • 4-ჰიდროქსი-6-მეთილ-2-პირონი (4-Hydroxy-6-methyl-2-pyrone)
  • დიჰიდროქსიჰექსანოის მჟავის ლაქტონი (Dihydroxyhexanoic acid lactone)
  • ეთილენგლიკოლი (Ethylene glycol)
  • თიმინი (Thymine)
  • აცეტამინოფენი (Acetaminophen)
  • მევალონოლაქტონი (Mevalonolactone)
  • γ-ჰიდროქსიბუტირის მჟავა (Gamma-hydroxybutyric acid, GHB)
  • GHB-ის ლაქტონი (GHB lactone)
  • 2-ჰიდროქსიგლუტარის მჟავის ლაქტონი (2-Hydroxyglutaric acid lactone)
  • გლუტარილგლიცინი (Glutarylglycine)

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • გენეტიკური ხასიათის ორგანული მჟავების, ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები, შარდოვანას ციკლის დეფექტი, მიტოქონდრიული სუნთქვითი ჯაჭვის დეფექტი
  • სიმპტომების არსებობა რომელიც მემკვიდრულ მეტაბოლურ დარღვევებზე მიუთითებს:
  • ახალშობილთა სეფსისის მსგავსი დაავადება
  • მეტაბოლური დეკომპენსაციის აუხსნელი ეპიზოდები: მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერამონემია, ჰიპოგლიკემია, კეტოზი
  • ნევროლოგიური დარღვევები: ჰიპოტონია, დისტონია, გულყრა, ლეთარგია, განვითარების შეფერხება
  • ღვიძლის აუხსნელი დისფუნქცია
  • კარდიომიოპათია (ნებისმიერ ასაკში)
  • მიოპათია, რაბდომიოლიზი (კუნთების ბოჭკოების მთლიანობის რღვევა)
  • ღვიძლის გაცხიმოვნება, ჰეპატოციტოლიზი (ღვიძლის უჯრედების მთლიანობის რღვევა), ჰიპერტენზია
  • HELLP სინდრომი (გართულება ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს)
  • რეიეს სინდრომი
  • ორგანომეგალია (ორგანოების ზომაში მომატება), სახის უხეში ნაკვთები

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდის ორგანული მჟავების პათოლოგიური მაჩვენებელების გამოვლენა არასაკმარისია მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკისათვის. აუცილებელია დამატებითი სადიაგნოსტიკო კვლევეის ჩატარება (მაგ: მოლეკულური ანალიზი, ინვიტრო ენზიმური ტესტები და სხვა)

საცნობარო მნიშვნელობები

მემკვიდრული ორგანული აციდურიის დროს, განსაკუთრებით ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში, აუცილებელია პლაზმის  ამინომჟავების კვლევაც, რადგან ზოგიერთ ამინოაციდემიის სიმპტომები ზუსტად იდენტურია.

რადგან მეტაბოლური დარღვევების აღმოჩენა რთულია, აუცილებელია კვლევა ჩატარდეს დაავადების გამწვავების პერიოდში.

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 273 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button