
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ალდოსტერონი 24-საათიან შარდში ტესტი გამოიყენება ორგანიზმში მინერალოკორტიკოიდული აქტივობის შესაფასებლად. ალდოსტერონი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი და რომელიც არეგულირებს ნატრიუმის, კალიუმის და წყლის ბალანსს.
არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება ქოლესტერინისგან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გლომერული ფენის უჯრედებში. ეს არის მთავარი და ყველაზე ძლიერი მინერალოკორტიკოიდი. ის მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმლებში, რაც იწვევს თირკმლის ტუბულებში ნატრიუმის და ქლორის რეაბსორბციის ზრდას. ამის შედეგად ორგანიზმში შეინიშნება ნატრიუმის და ქლორის შეკავება, შარდში სითხის გამოყოფის დაქვეითება, პარალელურად იზრდება კალიუმის ექსკრეცია. ალდოსტერონი მონაწილეობს ელექტროლიტების ბალანსის რეგულირებაში, სისხლის მოცულობის შენარჩუნებასა და არტერიული წნევის შენარჩუნებაში.
ჰორმონის ნორმალური სეკრეცია დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე – რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მოქმედება, კალიუმის შემცველობა (ჰიპერკალიემია ასტიმულირებს, ხოლო ჰიპოკალიემია თრგუნავს ალდოსტერონის წარმოებას), ACTH (ფიზიოლოგიურ პირობებში ალდოსტერონის სეკრეციის მოკლევადიანი მატება არ წარმოადგენს სეკრეციის რეგულირების მთავარ ფაქტორს), მაგნიუმი და ნატრიუმი სისხლში.
ჰორმონის ჭარბი რაოდენობა იწვევს ჰიპოკალიემიას, მეტაბოლურ ალკალოზს, ნატრიუმის შესამჩნევ შეკავებას და შარდის კალიუმის ექსკრეციის მომატებას, რაც კლინიკურად ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიის, კუნთების სისუსტის, კრუნჩხვებისა და პარესთეზიების და არითმიების სახით.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს (კონის სინდრომი) აღინიშნება ალდოსტერონის სეკრეციის ავტონომიური მატება, რომლის მიზეზი ყველაზე ხშირად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გლომერულური ზონის ადენომაა (62% -მდე).
მეორეული ჰიპერალდოსტერონიზმი ასოცირდება გულის შეგუბებით უკმარისობასთან, ღვიძლის ციროზთან და ასციტთან, თირკმლების გარკვეულ დაავადებებთან, ჭარბი კალიუმითა და ნატრიუმის დაბალშემცველობით დიეტასთან, ორსულთა ტოქსიკოზთან, თირკმლის არტერიის სტენოზთან (ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევის 2-3%).
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ქრონიკულ უკმარისობას (ადისონის დაავადება), თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ პათოლოგიას, ამილოიდოზს თან ახლავს ალდოსტერონის დონის დაქვეითება და პლაზმის რენინის ზრდა.
კვლევის წინ, საჭიროა პაციენტს მოეხსნას მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს ჰორმონის გამოყოფაზე
მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ პათოლოგიებზე:
ჰორმონის კონცენტრაციის შემცირება ახასიათებს ადისონის დაავადებას – თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას.
საკვლევი მასალა: 24 საათიანი შარდი
საკმარისი მოცულობა: 10მლ
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |