ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი TNF (tumor necrosis factor), პრო-ანთებითი ციტოკინია, რომელსაც სიმსივნური უჯრედის დაშლის უნარი აქვს (სახელიც აქედან წარმოსდგება).
TNF-α და TNF-β სიმსივნური ფაქტორები წარმოიქმნება მაკროფაგებსა და ლომფოციტებში.
სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი TNF უკავშირდება უჯრედების ზედაპირულ რეცეპტორებს. TNF-α დაკავშირება რეცეპტორთან, ცვლის რეცეპტორის სტრუქტურის კონფორმაციას, რაც იწვევს უჯრედის გამრავლების პროცესში მონაწილე ცილების სინთეზის ცვლილებებს, ანთებითი პასუხის განვითარებას და უჯრედის აპოპტოზს (პროგრამირებულ კვდომას).
შრატში TNF-α მაჩვენებელი, როგორც სისტემური ანთებითი მარკერი, დაკავშირებულია სეფსისთან, ტრავმასთან და გულის უკმარისობასთან.
TNF-α დაკავშირებულია ასევე რევმატოიდული ართრიტის და ნაწლავის ანთებითი დაავადების პათოგენეზში. სწორედ ამიტომ, ამ მდგომარეობების მკურნალობისთვის მოწოდებულია TNF-α -ინჰიბიტორები (მონოკლონური ანტისხეულები).
TNF-α მაჩვენებელი იმუნური სისტემის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და მკურნალობის შედეგების მონიტორინგისთვის გამოიყენება.
პაციენტის მომზადება – არ არის საჭირო
საკვლევი ნიმუში – ვენური სისხლი
შედეგების ინტერპრეტაცია: TNF-α მაჩვენებლის მიმატება აღინიშნება სეფსისის, ტრავმების, აუტოიმუნური და ქრონიკული ანთებითი დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილირებელი სპონდილიტი, კრონის დაავადება, ფსორიაზი), ინფექციური დაავადებების და ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციების დროს.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები