
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾450.00
კვლევა განსაზღვრავს Trichinella spiralis-ის მიმართ IgG და IgM კლასის ანტისხეულებს სისხლში და გამოიყენება ტრიქინელოზის დიაგნოსტიკისთვის. იმუნობლოტის მეთოდი გამოირჩევა მაღალი სპეციფიკურობით და ხელს უწყობს ინფექციის დადასტურებას კლინიკურ და სხვა ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად.
ტრიქინელა სპირალისი (Trichinella spiralis) ნემატოდების კლასის პარაზიტია, რომელიც ლარვის სტადიაზე ბინადრობს ველური ძუძუმწოვრების (დათვი, ტახი, მგელი, მელია, მღრღნელები), ასევე ზოგიერთი შინაური ცხოველის, მაგალითად – ღორის კუნთებში.
კვლევა ინიშნება მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვი ტრიქინელოზზე, ასევე როდესაც პაციენტსაქვს
დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება სეროლოგიურ კვლევებს და კუნთის ბიოპტატში პარაზიტის ლარვების აღმოჩენას.
western blot მეთოდით IgM და IgG ანტისხეულების გამოვლენას მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დადასტურებისთვის. იმუნოლოგიური სეროკონვერსია (ანუ მწვავე ფაზის ანტისხეულების შეცვლა ქრონიკული ფაზის ანტისხეულებით) ინფიცირებიდან მე-3 და მე-5 კვირებს შორის ხდება, თუმცა სპეციფიკური IgG გამოვლენა ინფიცირებიდან მე-12-14 დღეზეც შესაძლებელია.
თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად გამოყენება აავადებს ადამიანსაც. დაავადების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია.
ინფიცირებულ ხორცში პარაზიტი ლარვის სტადიაზეა, რომელიც კუჭის წვენის ზემოქმედებით გამოდის საკვებად იღებული ხორცის ბოჭკოებიდან და წვრილი ნაწლავის ლორწოვანის გავლით მიგრირებს სისხლთან და ლიმფასთან ერთად. პარაზიტი აღწევს კუნთოვან ქსოვილს და ზრდასრული ფორმის მიღწევისას (შეჭრიდან 24 საათში) იწყებს ახალი ლარვების წარმოქმნას. წარმოქმნილი ლარვები ასევე იწყებს მიგრაციას სისხლით და ლიმფით და ვრცელდება ჩონჩხის სხვა კუნთებში. განსაკუთრებით აქტიურად ზიანდება ის კუნთები რომლებიც უხვადაა სისხლმომარაგებული და მაღალი ფიზიკური დატვირთვით გამოირჩევა: ენის კუნთები, სასულის, თვალის მამოძრავებელი და სხვა.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი 5-10 დღეს შეადგენს რიოს შემდეგაც იწყება სიმპტომები: გულისრევა/ღებინება, ცხელება. ამას ემატება ძლიერი თავის ტკივილი, გამონაყარი, დაზიანებული კუნთების ტკივილი და შეშუპება, ენდოკარდიტი (გულის ამომფენი შრის ანთება) და სხვა. მიალგია და კუნთების შეშუპება შესაძლოა გახანგრძლივდეს.
პაციენტის მომზადება –არ არის საჭირო
საკვლევი მასალა –ვენური სისხლი
ტესტი თვისობრივია
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
