
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
ტრიქინელა სპირალისი (Trichinella spiralis) არის პარაზიტული მრგვალი ჭია, რომელიც იწვევს ტრიქინელოზს (ტრიქინოზს) — ინფექციას, რომელიც ადამიანს გადაეცემა უმად ან არასაკმარისად მოხარშული ხორცის (განსაკუთრებით ღორის, გარეული ღორის, დათვის) მიღებისას. დაავადება შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგრამ ზოგჯერ იწვევს სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა მიოკარდიტი ან ენცეფალიტი.
ტრიქინელა სპირალისის IgG ანტისხეულების ტესტი გამოიყენება ტრიქინელოზის დიაგნოსტიკისთვის. ეს არის სეროლოგიური კვლევა, რომელიც ადგენს, აქვს თუ არა პაციენტს იმუნური პასუხი პარაზიტის მიმართ.
ტრიქინელა სპირალისი (Trichinella spiralis) ნემატოდების კლასის პარაზიტია, რომელიც ლარვის სტადიაზე ბინადრობს ველური ძუძუმწოვრების (დათვი, ტახი, მგელი, მელია, მღრღნელები), ასევე ზოგიერთი შინაური ცხოველის, მაგალითად – ღორის კუნთებში.
თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად გამოყენება აავადებს ადამიანსაც. დაავადების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია.
ინფიცირებულ ხორცში პარაზიტი ლარვის სტადიაზეა, რომელიც კუჭის წვენის ზემოქმედებით გამოდის საკვებად იღებული ხორცის ბოჭკოებიდან და წვრილი ნაწლავის ლორწოვანის გავლით მიგრირებს სისხლთან და ლიმფასთან ერთად. პარაზიტი აღწევს კუნთოვან ქსოვილს და ზრდასრული ფორმის მიღწევისას (შეჭრიდან 24 საათში) იწყებს ახალი ლარვების წარმოქმნას. წარმოქმნილი ლარვები ასევე იწყებს მიგრაციას სისხლით და ლიმფით და ვრცელდება ჩონჩხის სხვა კუნთებში. განსაკუთრებით აქტიურად ზიანდება ის კუნთები რომლებიც უხვადაა სისხლმომარაგებული და მაღალი ფიზიკური დატვირთვით გამოირჩევა: ენის კუნთები, სასულის, თვალის მამოძრავებელი და სხვა.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი 5-10 დღეს შეადგენს რიოს შემდეგაც იწყება სიმპტომები: გულისრევა/ღებინება, ცხელება. ამას ემატება ძლიერი თავის ტკივილი, გამონაყარი, დაზიანებული კუნთების ტკივილი და შეშუპება, ენდოკარდიტი (გულის ამომფენი შრის ანთება) და სხვა. მიალგია და კუნთების შეშუპება შესაძლოა გახანგრძლივდეს.
სეროლოგიური კვლევის უარყოფითი შედეგი, არ გამორიცხავს გადატანილ ინფექციურ პროცესს. ცრუ-ნეგატიური ან ორაზროვანი მაჩვენებელი ვლინდება დაავადების ადრეულ ეტაპზე შრატში ანტისხეულების არასაკმარისი კონცენტრაციის გამო. თუ კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, სასურველია კვლევა განმეორდეს 2-4 კვირაში.
დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება სეროლოგიურ კვლევებს და კუნთის ბიოპტატში პარაზიტის ლარვების აღმოჩენას.
ELISA მეთოდით ანტისხეულების IgG გამოვლენა მაღალმგრძნობიარე ტესტია, რომელიც ავლენს G ანტისხეულებს ინფექციის გადატანიდან 12-14 დღეში.
IgG ანტისხეულები რჩება წლების განმავლობაში
პაციენტის მომზადება – არ არის საჭირო
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
ტესტი თვისობრივია
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
