ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
უჯრედების მიერ რკინის შთანთქმა ხორციელდება რკინასთან ბმული ტრანსპორტული კომპლექსების ათვისებით. ეს კომპლექსები უკავშირდება ტრანსფერინის რეცეპტორებს, რომელიც მოთავსებულია უჯრედის მემბრანის გარეთა ზედაპირზე და შთაინთქმება ენდოსომების მიერ, რკინის გამოყოფით უჯრედის ციტოპლაზმაში. როდესაც უჯრედს ჭირდება რკინა, რეცეპტორების სინთეზი ძლიერდება, რაც ხელს უწყობს უჯრედის მიერ რკინის შემცველი კომპლექსების შთანთქმას. რადგან რკინა ძირითადად გამოიყენება ჰემოგლობინის სინთეზში, ტრანსფერინის რეცეპტორების 80% განლაგებულია ერითროციტების წინამორბედ უჯრედებზე.
ტრანსფერინის რეცეპტორის უჯრედგარე ნაწილის დაშლა პროტეოლიზური ფერმენტებით, იწვევს მისი ხსნადი ფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფლად ცირკულირებს პლაზმაში. მოცირკულირე ხსნადი ტრანსფერინის რეცეპტორის კონცენტრაცია მიუთითებს რკინის შემცველობის სტატუსზე ორგანიზმში.
რკინის დეფიციტისას ტრანსფერინის რეცეპტორების სინთეზი უჯრედის მემბრანაზე ძლიერდება, ხოლო რკინის მაღალი კონცენტრაციით შემცველობისას პირიქით – მცირდება.
თუმცა, შრატის ფერიტინის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ტესტია რკინის დეფიციტის გამოსავლენას, მაგრამ ის მწვავე ფაზის ცილაა, რომლის კონცენტრაცია იზრდება არამარტო რკინის დეფიციტის, არამედ სხვა მდგომარეობების დროსაც: ინფექციები, ანთება, ქრონიკული დაავადებები, ნეოპლაზიური პროცესები.
ტრანსფერინის რეცეპტორი არ არის მწვავე ფაზის ცილა, შესაბამისად, სხვა პროცესების დროს მისი კონცენტრაციის ცვლილება არ ხდება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
ტრანსფერინის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაცია ორგანიზმში რკინის შემცველობის პროპორციულია.
ტრანსფერინის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაციის მატება ახასიათებს მდგომარეობებს:
ტრანსფერინის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაციის დაქვეითება ახასიათებს მდგომარეობებს:
ჯანმრთელ პაიენტებში (რომელთაც ქრონიკული პათოლოგიები არ აღენიშნებათ) კვლევა არ ინიშნება სასკრინინგოდ
პაციენტებს, რომელთაც მოკლე პერიოდში გადატანილი აქვთ სისხლდენა ან ჰემოლიზი, შესაძლოა აღენიშნოთ ტრანსფერინის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაციის ცრუ მატება
ტრანსფერინის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაცია მომატებულია თალასემიის და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიების დროს, შესაბამისად მიღებული მონაცემები უნდა განვიხიოთ კომპლექსურად, სხვა კვლევების მონაცემებთან ერთად.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |