Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საერთო ტრიიოდთირონინი (T3)

ცნობილი როგორც:T3
SKU: 1008

40.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

საერთო ტრიიოდთირონინი (T3) ასახავს თავისუფალი და პლაზმის ცილებთან შეკავშირებული ტრიიოდოთირონინის მთლიან კონცენტრაციას.

ტრიიოდთირონინი (T3) არის თირეოიდული ჰორმონი, ამინომჟავა თიროზინის იოდირებული წარმოებული.

T3 ჰორმონის უმეტესი ნაწილი იქმნება ექსტრათიროიდულად, განსაკუთრებით ღვიძლში, T4-ის მიერ 1 ატომი იოდის დაკარგვის შედეგად (T3 შეიცავს იოდის 3 ატომს).

თიროქსინის (T4) დაახლოებით 30% მეტაბოლიზდება T3-ად და „რევერსულ“ (არააქტიურ) T3 ფორმებად. ამ უკანასკნელს არ აქვს ჰორმონალური მოქმედება და არ თრგუნავს TSH-ის სეკრეციას.

ტრიიოდთირონინის (T3) დაახლოებით 20% წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის მიერ TSH-ის ზემოქმედებით, ხოლო 80% – T4-ის დეიოდირების შედეგად, პერიფერიულ ქსოვილებში (ძირითადად ღვიძლში და თირკმელებში). ამიტომ, შრატში T3 კონცენტრაცია უფრო მეტად ასახავს პერიფერიული ქსოვილების ფუნქციურ მდგომარეობას, ვიდრე ფარისებრი ჯირკვლის სეკრეტორულ აქტივობას.

T3-ის ჰორმონალური აქტივობა სამჯერ მეტია, ვიდრე T4-ის. თავისუფალი T3 შეადგენს შრატში ჰორმონის საერთო დონის 0.3%-ს. T3-ის 80%-ზე მეტი დაკავშირებულია თიროქსინ-შემბოჭველ გლობულინთან (TBG), რომლის კონცენტრაციის ზრდა იწვევს სისხლის შრატში საერთო T3-ისა და საერთო T4-ის დონის მომატებას, რაც თავდაპირველად იწვევს თავისუფალი T3-ის და თავისუფალი T4-ის მოკლევადიან შემცირებას. ამის შემდეგ T3-ისა და T4-ის სეკრეცია ძლიერდება და მათი საერთო შემცველობა იზრდება მანამ, სანამ არ აღდგება თავისუფალი T3 და T4-ის ნორმალური დონე.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აინჰიბირებენ TSH-ის სეკრეციას უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით, ადენოჰიპოფიზის თირეოტროპულ უჯრედებზე ზემოქმედებით.

ტრიიოდთირონინი (T3) ზრდის სითბოს წარმოებას და ჟანგბადის მოხმარებას სხეულის ყველა ქსოვილის მიერ, გარდა თავის ტვინის, ელენთისა და სათესლეებისა. ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს ღვიძლში. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას, აჩქარებს ცილების მეტაბოლიზმს. ზრდის შარდის კალციუმის ექსკრეციას, ააქტიურებს ძვლის მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო მეტად – ძვლის რეზორბციას; აქვს დადებითი ქრონო- და ინოტროპული ეფექტი გულზე. ასტიმულირებს რეტიკულურ ფორმაციას და კორტიკალურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

T3-ის მაქსიმალური დონე მოდის სექტემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, მინიმალური – ზაფხულის პერიოდში.

საერთო T3-ის დონეზე გავლენას ახდენს ორი ძირითადი ფაქტორი: ფარისებრი ჯირკვლის სეკრეტორული ინტენსივობა და შრატის ცილების შებოჭვის უნარი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი საერთო ტრიიოდთირონინზე?

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება;
  • ბაზედოვის დაავადების პროგნოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიფერენციალური დიაგნოზი;
  • T3 თირეოტოქსიკოზის დიაგნოზი (TSH სუპრესია ნორმალური T4-ით) ან ისეთი შემთხვევები, როდესაც FT4 ნორმალურია ჰიპერთირეოიდიზმის ნიშნების არსებობისას;
  • ანტითირეოიდული თერაპიის, ასევე მაღალი დოზით თიროქსინის (T4) შემცველი მედიკამენტებით ჩანაცვლებითი და სუპრესიული თერაპიის მონიტორინგი. ამიოდარონის ფონზე გამოწვეული თირეოტოქსიკოზის შეფასება; ხელოვნური თირეოტოქსიკოზის შეფასება (ციტომელის მიღების ფონზე);

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ , დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე).

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საერთო ტრიიოდთირონინის კონცენტრაცია იზრდება:

  • თიროტროპინომა;
  • ტოქსიური ჩიყვი;
  • იზოლირებული T3 ტოქსიკოზი;
  • თირეოიდიტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის თირეოტოქსიური ადენომა;
  • T4- რეზისტენტული ჰიპოთირეოზი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიმართ რეზისტენტობის სინდრომი;
  • TSH დამოუკიდებელი თირეოტოქსიკოზი;
  • მშობიარობის შემდგომი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;
  • ქორიონული კარცინომა;
  • IgG მიელომები;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
  • სიმსუქნე;
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები;
  • ჰემოდიალიზი

საერთო ტრიიოდთირონინის კონცენტრაცია მცირდება:

  • პირველადი, მეორეული, მესამეული ჰიპოთირეოზი;
  • დეკომპენსირებული თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა;
  • მწვავე სტრესი, შიმშილი (დაბალცილოვანი დიეტა), მოწევა;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება (მაგ. ციროზი);
  • ფარისებრი ჯირკვლის მძიმე პათოლოგია, სომატური და ფსიქიური დაავადებების ჩათვლით; გამოჯანმრთელების პერიოდი სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ;
  • თირეოტოქსიკოზის არტეფაქტი თიროქსინის შემცველი პრეპარატების თვითნებურად მიღების გამო;
  • ეუთიროიდული სინდრომი.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/thyrioidnaia/triiodthyronine-obshiy.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button