
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00
საერთო თიროქსინი (T4 Total) ასახავს სისხლში თავისუფალი და პლაზმის ცილებთან შეკავშირებული თიროქსინის მთლიან კონცენტრაციას.
თიროქსინი (T4) – ამინომჟავა თიროზინის იოდირებული წარმოებულია, შეიცავს 4 იოდის ატომს, გამოიყოფა ფარისებრი ჯირკვლის მიერ TSH– ის მაკონტროლებელი ზემოქმედებით; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგად მეტაბოლიზმში. ჰორმონის 0.05% თავისუფალ მდგომარეობაშია, დანარჩენი T4 უკავშირდება თიროქსინ-შემაკავშირებელ გლობულინს (TBG), პრელბალუმინს და ალბუმინს.
ვინაიდან, შრატში სატრანსპორტო ცილების კონცენტრაცია დამოკიდებულია ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებზე (მაგალითად, იგი იზრდება ორსულობის დროს, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემდეგ, მცირდება ნეფროზული სინდრომისას), ეს ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული T4 დონის შეფასებისას. თიროქსინ-შემაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაციის ზრდა იწვევს სისხლის შრატში საერთო T3 და საერთო T4 დონის მომატებას, რაც თავდაპირველად იწვევს თავისუფალი T3 და თავისუფალი T4– ის მოკლევადიან შემცირებას. ამის შემდეგ T3 და T4-ის სეკრეცია ძლიერდება და მათი საერთო შემცველობა იზრდება მანამ, სანამ არ აღდგება თავისუფალი T3 და T4-ის ნორმალური დონე.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აინჰიბირებენ TSH სეკრეციას უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით, ადენოჰიპოფიზის თირეოტროპულ უჯრედებზე ზემოქმედებით.
პერიფერიული ქსოვილები და ჰიპოფიზის ჯირკვალი შეიცავს დეიოდინაზას კომპლექსს, რომელიც გარდაქმნის თიროქსინს (T4)- ტრიიოდთირონინად (T3), რომელიც თავისმხრივ ჰორმონის ძირითადი აქტიური ფორმაა და მოქმედებს უჯრედებზე.
დღის განმავლობაში, თიროქსინის მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება 8-დან 12 საათამდე, მინიმალური – 23-დან 3 საათამდე. წლის განმავლობაში, T4 მაქსიმალური მნიშვნელობები აღინიშნება სექტემბრიდან თებერვალს შორის, ხოლო მინიმალური – ზაფხულში. ორსულობის დროს, საერთო თიროქსინის კონცენტრაცია იზრდება და მაქსიმალურ მნიშვნელობებს აღწევს III ტრიმესტრში
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის მარკერი:
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ , დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.
ტესტისრებამდე 12 საათით ადრე არ მიიღოთ მულტივიტამინები ან საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს ბიოტინს (ვიტამინი B7).
თუ პაციენტს მკურნალობენ თიროქსინის შემცველი საშუალებებით, T4– ისთვის სისხლის შეგროვება უნდა განხორციელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 4-6 კვირის შემდეგ.
საერთო თიროქსინი (T4 Total) მომატებულია:
საერთო თიროქსინი (T4 Total) დაქვეითებულია:
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |