Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თავისუფალი თიროქსინი (FT4)

ცნობილი როგორც:FT4
SKU: 1005

Original price was: ₾35.00.Current price is: ₾31.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

თავისუფალი თიროქსინი (FT4) არის თიროქსინის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქცია, რომელიც სისხლში ცირკულირებს, არ არის დაკავშირებული სისხლის ცილებთან და შეადგენს სერთო თიროქსინის (T4) 0.03%-ს.

თავისუფალი თიროქსინი (FT4) წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების მიერ TSH-ის ზემოქმედებით და რეგულირდება ე.წ უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით.

თიროქსინი (T4) არის ტრიიოდთირონინის (T3) წინამორბედი. იგი ზრდის სითბოს წარმოებას და ჟანგბადის მოხმარებას სხეულის ყველა ქსოვილის მიერ, გარდა თავის ტვინის, ელენთისა და სათესლეებისა. ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს ღვიძლში. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას, აჩქარებს ცილების მეტაბოლიზმს. ზრდის შარდის მიერ კალციუმის ექსკრეციას, ააქტიურებს ძვლის მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო მეტად – ძვლის რეზორბციას; აქვს დადებითი ქრონო- და ინოტროპული ეფექტი გულზე. ასტიმულირებს რეტიკულურ ფორმაციას და კორტიკალურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, სისხლში თავისუფალი T4-ის შემცველობა არ არის დამოკიდებული თიროქსინის შემაკავშირებელი გლობულინის (TBG) კონცენტრაციაზე, შესაბამისად, თავისუფალი თიროქსინი (FT4) ყველაზე ადეკვატურად და პირდაპირ ასახავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ ფუნქციას.

თავისუფალი თიროქსინისა (FT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) კომბინირებული შესწავლა გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის უფრო სრულყოფილ სურათს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შეცვლილი თიროქსინის შემაკავშირებელი გლობულინის (TBG) დონე (ორსულობა; ანდროგენების, ესტროგენების, სალიცილატების მიღება და ა.შ.).

დღის განმავლობაში, თიროქსინის მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება 08:00-დან 12:00 საათამდე, მინიმალური – 23:00-დან 03:00 საათამდე. წლის განმავლობაში, თიროქსინის მაქსიმალური მაჩვენებლები აღინიშნება სექტემბრიდან თებერვლამდე, ხოლო მინიმალური – ზაფხულში. ქალებში, თიროქსინის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი თავისუფალ თიროქსინზე?

ხშირად, თავისუფალი თიროქსინის (FT4) ტესტირება ხდება ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელ ჰორმონთან (TSH) ერთად, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დააზიანებაზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეები შეიძლება იყოს მომატებული ან შემცირებული. ამასთან, ფარისებრი ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის შესასწავლად პირდაპირ არის რეკომენდებული ჰორმონების შემდეგი კომბინაციის ტესტირება: FT3, FT4 და TSH.

თავისუფალი თიროქსინის (FT4) განსაზღვრა მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კომპლექსური შეფასებისას.

თავისუფალი და მეტაბოლურად აქტიური თიროქსინის შესწავლა რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის  მომატებული ან დაქვეითებული ფუნქციისას გამოვლენილი სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე სასარგებლოა გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც TSH-ის დონე არ არის ნორმის ფარმგლებში.

FT4-ის განსაზღვრა ასევე ინფორმატიულია ფარისებრი ჯირკვლის მოქმედების დამთრგუნველი – თირეოსტატიკებით და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპიის მონიტორინგისთვის.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.

ტესტისრებამდე 12 საათით ადრე არ მიიღოთ მულტივიტამინები ან საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს ბიოტინს (ვიტამინი B7).

ჰიპოთირეოიდულ პაციენტებში, თიროქსინის დანიშვნის შემდეგ, თავისუფალი თიროქსინის დონე იზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს პრეპარატის მიღებიდან 1-6 საათში; შესაბამისად, ნიმუში უნდა იქნას აღებული უშუალოდ პრეპარატის შემდეგი დოზის მიღებამდე.

თუ პაციენტს მკურნალობენ თიროქსინის შემცველი საშუალებებით, FT4-ისთვის სისხლის შეგროვება უნდა განხორციელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 4-6 კვირის შემდეგ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მომატებული მაჩვენებლები მიუთითებს ჰიპერთირეოზის ან ეგზოგენური თიროქსინის არსებობაზე, შემცირებული მაჩვენებლები – ჰიპოთირეოიდიზმზე.

თავისუფალი თიროქსინი (FT4) კარგად ასახავს საერთო თიროქსინის რაოდენობას (T4), თიროქსინ-შემაკავშირებელი გლობულინის (TBG) შეცვლილი რაოდენობების პირობებშიც კი. ზოგჯერ, ჰორმონის დონემ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, თუ პაციენტის სისხლში არსებობს სხვა პათოლოგიური ცილები, რომელთაც შეუძლიათ ჰორმონის შეკავება, ან თუ პაციენტს აღენიშნება სხვა სერიოზული დაავადებები.

FT4-ის დონე მომატებულია:

  • ჰიპერთირეოზი;
  • მწვავე თირეოიდიტი;
  • ორსულობა;
  • სიმსუქნე;
  • ჰეპატიტი

FT4-ის დონე დაქვეითებულია:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
  • ცილების გაზრდილი კარგვა (თირკმლისმიერი სინდრომი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები);
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი;
  • იოდის მნიშვნელოვანი დეფიციტი;
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • პანჰიპოპიტიუტარიზმი;
  • ცილის გაზრდილი კარგვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/thyrioidnaia/thyroxine-svobodniy.html             

https://www.synevo.bg/ft4-thyroxin-free/

https://www.synevo.ro/shop/ft4-tiroxina-libera/ 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button