ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾95.00
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA) – გლიკოპროტეინი პროტეაზული აქტივობით. ის სინთეზირდება პროსტატის ჯირკვლის ეპითელიუმის უჯრედებში და გამოიყოფა სათესლე სითხეში, რაც უზრუნველყოფს სპერმის გათხევადებას. PSA სისხლში წარმოდგენილია მინიმალური რაოდენობით და გვხვდება როგორც თავისუფალი (თავისუფალი PSA), ისე საერთო ფორმით α1-ანტიქიმოტრიფსინთან (PSA-ACT) და α2-მაკროგლობულინთან (PSA-AMG). მოცირკულირე PSA-ს 86% წარმოდგენილია PSA-ACT კომპლექსის სახით, PSA-ს მხოლოდ მცირე ნაწილია α2- მაკროგლობულინთან ასოცირებული და ლაბორატორიული კვლევის დროს მისი განსაზღვრა არ ხდება, შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი PSA-ს დონე არის თავისუფალი PSA-სა და PSA-ACT კომპლექსის ჯამი. ასაკთან ერთად, მთლიანი PSA-ს დონე იზრდება და თავისუფალი PSA-ს პროცენტული შემადგენლობა მცირდება.
PSA-ს ტესტი პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის. მიუხედავად ამისა, საეჭვო სიმპტომების არმქონე მამაკაცებში PSA-ს ტესტის რუტინული გამოყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის საკამათო საკითხია.
მამაკაცებს, რომელთაც პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ (წელის ტკივილი; ტკივილი მენჯის არეში; გაძნელებული, გახშირებული და/ან მტკივნეული შარდვა) PSA ტესტირება ხშირად უტარდებათ სწორი ნაწლავის ხელით გასინჯვასთან (DRE – digital rectal examination) ერთად. იმ პაციენტებში, რომელთაც პროსტატის კიბოს დიაგნოზი აქვთ დასმული, PSA-ს ტესტის დახმარებით შეიძლება განისაზღვროს რამდენად შორსწასულია სიმსივნური პროცესი.
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები