ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00 Original price was: ₾90.00.₾81.00Current price is: ₾81.00.
საყლაპავზედა სასუნთქი გზები დასახლებულია ბაქტერიული ფლორით, რომელიც მოიცავს 200-ზე მეტი სახეობის ბაქტერიას, რომლებიც გვხვდება ღრძილების ნაპრალებში, ენისა და ლოყების ლორწოვან გარსებში, ოროფარინქსში, ტონზილების კრიპტებსა და ნაზოფარინქსში, სადაც ანაერობული ბაქტერიები დომინირებენ აერობულ ბაქტერიებზე. ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ხელს უწყობს ადგილობრივი ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ინფექციების სწორ დიაგნოსტიკასა და ანტიბიოტიკოთერაპიის დროულად დაწყებას.
მიღებული შედეგები შეიძლება მიუთითებდეს:
ანტიბიოტიკოგრამა (მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ) კეთდება იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა:
ინტერპრეტაციისას უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ჩივილები, კლინიკური სურათი და დანიშნული თერაპიის გამოსავალი.
ფარინქსის (ხახის) ლორწოვანი გარსის ადგილობრივ მიკროფლორას მიეკუთვნება: ნეისერია, დიფტეროიდები, ალფა-ჰემოლიზური და გამა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, მიკოპლაზმები, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, მორაქსელა, ბაქტერიოიდები, ბორელია, ტრეპონემა და სხვა.
ფარინგიტების 70%-ის ეტიოლოგიური ფაქტორი ვირუსია. პროცესი ხასიათდება სასუნთქი გზების ეპითელიუმის დაზიანებით და სინუსების ან ევსტაქის მილის შეგუბებითი ობსტრუქციით, რაც ხელს უწყობს დამატებით ბაქტერიული ინფექციის განვითარებას ადგილობრივი მიკროფლორით. ბაქტერიული ფარინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი) და ის მოქმედებს როგორც ბაქტერიული აგენტი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ფარინგიტის მძიმე გართულებები: სინუსიტი, შუა ოტიტი, პარატონზილარული აბსცესი და ა.შ. ასევე ფარინგიტს იწვევენ C და G ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები. ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკების (A, C და G ჯგუფი) მიერ გამოწვეული ფარინგიტების შესაძლო გართულებას წარმოადგენს ასევე რევმატიზმი.
ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც ხელს უწყობს სწორ დიაგნოსტიკასა და ანტიბიოტიკოთერაპიის დროულად დაწყებას.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის/მასალის შეგროვების წესები
ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის საკვლევი მასალის შეგროვება ხორციელდება:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |