Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ტესტოსტერონი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Testosterone laboratory research
SKU: 1013

31.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ტესტოსტერონი არის მამაკაცის მთავარი ანდროგენული ჰორმონი; მისი სინთეზი ხორციელდება თითქმის ექსკლუზიურად სათესლეების ლეიდიგის უჯრედებში. ტესტოსტერონის სეკრეციას აკონტროლებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH) და ექვემდებარება უარყოფით უკუკავშირს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მეშვეობით. მოცირკულირე ტესტოსტერონის ძირითადი ნაწილი შეკავშირებულია სასქესო ჰორმონის შემბოჭველ გლობულინთან (SHBG).

ტესტოსტერონი მონაწილეობს როგორც მამაკაცის სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში, ასევე პროსტატისა და სათესლე ბუშტუკების ფუნქციის შენარჩუნებაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

მამაკაცებში:

  • ეჭვი ანდროგენულ დეფიციტზე: პირველადი ჰიპოგონადიზმი, ჰიპოპიტუიტარიზმი, კლაინფელტერის სინდრომი, დაუნის სინდრომი, დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, სექსუალური იმპოტენცია, უშვილობა, ესტროგენებით მკურნალობა, ღვიძლის ციროზი;
  • კლინიკური ეჭვი ანდროგენულ სიჭარბეზე: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნეები, ადრეული პუბერტატი.

ქალებში:

ჰირსუტიზმი, ანოვულაცია, ამენორეა ან ვირილიზაცია (შესაძლო მიზეზები: პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ვირილიზაციით მიმდინარე საკვერცხის სიმსივნეები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი სიმსივნეები ან ადრენოგენიტალური სინდრომები).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალი დონე ჰიპოგონადიზმის ნიშანია. ეს თავის მხრივ შეიძლება იყოს პირველადი, მეორეული ან მესამეული.

პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს აღინიშნება ტესტოსტერონის დაბალი დონე, მაგრამ მაღალია ჰიპოფიზის ჰორმონები – FSH და LH.

მეორეული და მესამეული ჰიპოგონადიზმის დროს, რომელთაც ასევე უწოდებენ ჰიპოგონადოტროპულ ჰიპოგონადიზმს, აღინიშნება დაბალი ან არაპროპორციულად ნორმალური LH / FSH დონე.

დონის მომატება დაკავშირებულია:

  • იცენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი;
  • ადრენოგენიტალური სინდრომი (ქალები);
  • ტესტოსტერონის მაპროდუცირებელი სიმსივნეები (მამაკაცები);
  • XYY ქრომოსომის კომპლექტი (მამაკაცი);
  • ვირილიზაციით მიმდინარე საკვერცხის სიმსივნე (ქალები);
  • სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინის დაქვეითება (SHBG).

დამატებითი ინფორმაცია

ქალებში, ტესტოსტერონის და დიჰიდროტესტოსტერონის გაცილებით მცირე რაოდენობა იწარმოება. საკვერცხეებს და თირკმელზედა ჯირკვლებს მცირე წვლილი შეაქვთ ანდროგენების სინთეზში. ქალებში წარმოებული ტესტოსტერონი სტეროიდების პერიფერიული კონვერტაციის შედეგია. ფიზიოლოგიურ ფარგლებში ანდროგენებს არ აქვთ რაიმე სპეციფიური ეფექტი ქალებში, მაგრამ თუ ამ ჰორმონის რაოდენობა იმატებს (ჰიპერანდროგენემია), ვითარდება ჰირსუტიზმი (მამაკაცის ტიპის ჭარბთმიანობა ქალებში) ან თუნდაც ვირილიზაცია (ჰირსუტიზმს ემატება კუნთების მასის ზრდა, ანდროგენული ალოპეცია, აკნე, ხმის დაბოხება, კლიტორის გადიდება).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/reproductivnaial/testosteron-obshiy.html 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button