ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾110.00
hGH (სომატოტროპინი) აუცილებელია ზრდის პროცესისთვის, ხოლო მოზრდილებში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში. იგი სინთეზირდება ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილის აციდოფილურ უჯრედებში, ხოლო მისი სეკრეცია უჯრედშიდა დეპოზიტის გრანულებიდან რეგულირდება ჰიპოთალამური ჰორმონების – GHRH-ისა (ზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი ჰორმონი) და SRIF-ის (სომატოტროპინის განთავისუფლება-ინჰიბირების ფაქტორი) მეშვეობით; მათი სინთეზი დამოკიდებულია ნეიროტრანსმიტერებზე, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი, ნორეპინეფრინი და ზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი პეპტიდები. იგი ასევე გამოიყოფა ფიზიკური დატვირთვის, სტრესის, ღრმა ძილის, ჰიპოგლიკემიის, გლუკაგონის, ინსულინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ესტროგენების, ტესტოსტერონის და ვაზოპრესინის საპასუხოდ.
hGH ასტიმულირებს რნმ-ის წარმოებას, ცილის სინთეზს, დეპოებიდან ცხიმოვანი მჟავების მობილიზებას და აქვს ხანმოკლე ინსულინის ანტაგონისტური მოქმედება. ხანგრძლივად მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება.
თუ ჰიპოფიზი სხვადასხვა ეტაპზე, გამოიმუშავებს არასაკმარის ან გადაჭარბებულ ზრდის ჰორმონს ეს გამოიწვევს შესაბამისად ჯუჯობას და გიგანტიზმს. მოზრდილებში ზრდის ჰორმონის ჭარბი რაოდენობა გამოიწვევს აკრომეგალიას.
ტესტი სასარგებლოა ჰიპო- ან ჰიპერპიტიუტარიზმის დასადასტურებლად, რაც შესაბამისი თერაპიის დროულად დაწყების შესაძლებელობას იძლევა.
ჰორმონის განსაზღვრა შეიძლება შესრულდეს როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულაციის (ფიზიკური დატვირთვა, არგინინი, გლუკაგონი ან ინსულინი) ან დათრგუნვის (100 გ გლუკოზის მიღების შემდეგ) პირობებში.
რეაგირების არარსებობა ან სტიმულაციის ტესტებზე არაადეკვატური რეაგირება დაკავშირებულია ჰიპოპიტუიტარიზმთან.
გიგანტიზმის ან აკრომეგალიის შემთხვევაში, აღინიშნება დათრგუნვის ნაკლებობა ან არასრული დათრგუნვა გლუკოზის მიღების შემდეგ. უფრო მეტიც, აკრომეგალიის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს hGH-ის პარადოქსული ზრდა დათრგუნვის ტესტზე.
hGH (სომატოტროპინი) – ჰიპოფიზის სომატოტროპული ფუნქციის მარკერი.
ანალიზის ჩატარებამდე 3 დღით ადრე, გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა. სისხლის აღებამდე საჭიროა პაციენტმა დაისვენოს 30 წუთის განმავლობაში.
ვენური სისხლი
სომატოტროპინის დონის მომატება:
სომატოტროპინის დონის კლება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები