
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾70.00
მწვავე ფაზის ცილაა, რომელიც გამოიყენება ანთების პროცესის მონიტორინგისთვის. იგი წარმოიქმნება ღვიძლში ციტოკინების (IL-1, IL-6, TNF-α) ზემოქმედებით და მისი დონე სისხლში სწრაფად იზრდება მწვავე ანთების დროს.
ამილოიდიA-HDL კომპლექსი, ასევე მონაწილეობს ანთების საწინააღმდეგო აქტივობაში ლიმფოციტების ინაქტივაციის გზით. ამილოიდი A ასევე იცავს ქსოვილებს ოქსიდაციური (ჟანგვითი) დაზიანებისგან, რომელიც ტიპურად ვითარდება ანთებითი პროცესის დროს.
ამილოიდი A-ს კონცენტრაციის მატება აღენიშნებათ პაციენტებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ანთებითი პროცესებით.
წინასწარი მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
გახანგრძლივებული და განმეორებითი ანთებითი პროცესების შედეგად შრატში A ამილოიდის მუდივი მატება იწვევს რეაქტიული, პროგრესირებადი დაავადების – AA ამილოიდოზის განვითარებას, პათოლოგიური A ამილოიდის დაგროვებით ღვიძლში, თირკმელში ელენთაში,
ქრონიკული მორეციდივე დაავადებები, როგორებიცაა: რევმტოიდული ართრიტი, იუვენილური ართრიტი, მაანკილირებელი სპონდილიტი, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება, პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი, ქრონიკული ინფექციები (ტუბერკულოზი, ოსტეომიელიტი) და ნეოპლაზიები (ჰოჯკინის დაავადება, თირკმლის კარცინომა) – ის მდგომარეობებია, რომლებიც განაპირობებს AA ამილოიდოზის განვითარებას. თუმცა, რადგან ამ დიაგნოზებით პაციენტების უმეტესობას ამილოიდოზი არ უვიტარდება, მისი განვიტარების რისკ-ფაქტორები უცნობია (შესაძლოა იყოს გენეტიკური, გარემო და იატროგენული ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი).
შრატის ამილოიდი A-ს მაღალი მაჩვენებელი კავშირშია კარდიოვასკულურ დაავადებებთან. ის ასევე მნიშვნელოვანი მარკერია ქსოვილის მოცილების რეაქციის ადრეული დიაგნოსტიკისათვის, თირკმლის გადანერგვის შემდგომ პერიოდში. შრატის ამილოიდი A-ს მაჩვენებლების მომატება ასევე მნიშვნელოვანი მარკერია ზოგიერთი ავთვისებიანი პროცესების დასაწყისში, როგორიცაა ფილტვის კარცინომა, საყლაპავის, მსხვილის ნაწლავის, ენდომეტრიუმის კიბო, საკვერცხის ეპითელური სიმსივნეები და სხვა.
ამილოიდი A-ს სინთეზირების შემდეგ ის გამოიყოფა სისხლის ნაკადში და უკავშირდება მარალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნაწილაკებს. შრატში ამილოიდი A-ს მატება იწვევს აპოლიპოპროტეინ-A1-ის ჩანაცვლებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) შემადგენლობის ცვლილებას. ამ ლიპოპროტეინის ფუნქციური ცვლილება იწვევს ათეროპროტექტორული (სისხლძარღვების დამცველობითი) თვისებების კარგვას. მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში შრატის ამილოიდი A ჩამოსცილდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL) და წარმოქმნის ლიპოპროტეინულ ნაწილაკებს სისხლში, რომელიც შეიცავს აპოლიპოპროტეინ-A1 და ათეროგენულ (ცუდ) ლიპიდებთან დაკავშირებულ ამილოიდ A-ს.
მაკროფაგების და სინოვიური უჯრედების მიერ სინთეზირებული ეს ლიპოპროტეინები გროვდება ანთების კერაში და ანთებით პროცესებს კიდევ უფრო აძლიერებს.
ამგვარად, შრატის ამილოიდი A-ს და HDL-ის მოცირკულირე კომპლექსები მონაწილეობს HDL-ქოლესტეროლის ტრანსპორტირებასა და მეტაბოლიზმში და ჩართულია ისეთ პათოლოგიურ პროცესებში როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება და სიმსივნეები.
მწვავე ანთებითი პროცესები იწვევს სისხლის შრატში ამილოიდი-A-ს კონცენტრაციის სწრაფ მატებას, ისე რომ 24 საათში მისი დონე შესაძლოა 1000-ჯერ აღემატებოდეს ნორმას, რის გამოც ეს ცილა ანთების მაკრეადაა მიჩნეული.
სისხლში მოცირკულირე ამილოიდი-A იზიდავს ნეიტროფილებს, მონოციტებს და T-ლიმფოციტებს დაზიანების კერაში და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს, ქსოვილოვანი პროტეაზული ფერმენტების გააქტივების გზით.
ამილოიდი A-ს დაკავშირება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან (HDL) უზრუნველყოფს ლიპიდების გამოტავისუფლებას დაზიანების კერაში, რაც აუცილებელია ქსოვილების აღსადგენად. მეორეს მხრივ, ამილოიდი A-HDL კომპლექსი უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილიდან გამოყოფილი ზედმეტი ქოლესტეროლის მოცილებას.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
