ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სელენი | Se (სისხლი)

ცნობილი როგორც:სელენიუმი
SKU: 941

117.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

სელენის ტესტი სისხლში გამოიყენება ორგანიზმში ამ მიკროელემენტის დონის შესაფასებლად. სელენი აუცილებელია ანტიოქსიდანტური დაცვაში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმში.

სელენი სისხლში

Se ერთ-ერთი მიკროელემენტია, რომელიც იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური (ჟანგვითი) სტრესისგან.

ქსოვილებსა და უჯრედებში აღწერილია დაახლოებით 25 სელენოპროტეინი (ცილები, რომლებიც შეიცავს სელენოცისტეინის ნაშთს), რომლებიც კლასიფიცირდება გლუტათიონ-პეროქსიდაზებად, თიორედოქსინის რედუქტაზებად და დეიოდინაზებად.

Se  გლუტათიონ-პეროქსიდაზას  აუციელებლი კოფაქტორია. გლუტათიონ-პეროქსიდაზები ფერმენტების ოჯახია, რომლებიც მეტაბოლიზმის პროცესში  აკატალიზებს ორგანული წყალბად-პეროქსიდების დეგრადაციას და უზრუნველყოფს ცილების, ლიპიდების და ნუკლეინის მჟავების დაცვას დამჟანგავი მოლეკულებისგან.

ანტიოქსიდაციური აქტივობა E ვიტამინის აქტივობის მსგავსია. ამრიგად, Se დეფიციტი ასოცირებულია გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებასთან, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების დაგოვებასა და შედეგად უჯრედების მემბრანის დაზიანებას.

5′იოდთირონინ დეიოდინაზა სელენპროტეინია (ფერმენტია), რომელიც მონაწილეობს პერიფერიული თიროქსინის (T4) გარდაქმნაში ტრიიოდთირონინად (T3).

Se უზრუნველყოფს ტოქსიკური მეტალების ეფექტების მოდულირებას ორგანიზმში, როგორებიცაა: დარიშხანი (As), კადმიუმი (Cd), ვერცხლისწყალი (Hg), ვერცხლი (Ag), ტყვია (Pb) და პლატინა (Pt). სელენის დღეღამურ პრევენციულ დოზას (50-200 ნგ/დღეში) შეუძლია ამ  ტოქსიკური მეტალების  კლინიკური ეფექტის თავიდან აცილება.

Se დეფიციტი იწვევს მიოკარდიუმის დაზიანებას და კარდიომეგალიის (გულის  ზომაში მომატების) განვითარებას. გულის უჯრედების დაზიანებას მემბრანის მთლიანობის დაკარგვა იწვევს, რასაც მოსდევს კარდიომიოციტების ჩანაცვლება ფიბროზული (შემაერთებელქსოვილოვანი) უჯრედებით.  Se დეფიციტი  დაკავშირებულია სხვა პათოლოგიებთანაც, როგორებიცაა: კატარაქტა, ოსტეოართრიტი ბავშვებში, ფრჩხილის დეფორმაციები, ზრდის დარღვევა და სხვა.

Se ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოიწვიოს მედიკამენტის სახით მისმა ზედოზირებამ, ან სამრეწველო ნარჩენების სახით ორგანიზმში მისმა მოხვედრამ. მძიმე მრეწველობაში Se გამოიყენება სპილენძის დამუშავების პროცესში, ნახევარგამტარების წარმოებაში, ვულკანიზაციაში, რეზინის წარმოებაში  და სხვა.

მისი ანტიოქსიდაციური თვისებების გამო სელენი არ წარმოადგენს ტერატოგენულ (ემბრიონის ანომალიების გამომწვევ) ელემენტს.

 

 

პაციენტის მომზადება – წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს

საკვლევი ნიმუში – ვენური სისხლი

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • Se დეფიციტის კლინიკური ნიშნები
  • Se ჩანაცვლებითი მკურნალობის მონიტორინგი
  • Se ინტოქსიკაციის დიაგნოსტიკა

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

რეფერენტული საზღვრები და შედეგების ინტერპრეტაცია

სელენის რეფერენტული საზღვრები დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე:

  • 4 თვემდე:  25-111 ნგ/ლ
  • 5-10 თვეზე: 23-131  ნგ/ლ
  • 11 თვიდან-1 წლამდეr: 38-150  ნგ/ლ
  • 2-5 წლამდე: 59-168  ნგ/ლ
  • 6-12 წლამდე: 73-177  ნგ/ლ
  • 13-18 წლამდე: 81-188  ნგ/ლ
  • > 18 წლის ზემოთ 93-198  ნგ/ლ

​​< 40 ნგ/ლ-ზე ნაკლები მაჩვენებელი როგორც წესი მიუთითებს სელენის დეფიციტზე და შესაბამისად – გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებაზე.

გადოლინიუმის და იოდის მაღალი კონცენტრაცია გავლენას ახდენს შრატის Se მაჩვენებელზე. შესაბამისად, გადოლინიუმის და იოდის შემცველი პრეპარატების შეყვანიდან მინიმუმ 96 საათის განმავლობაში სისხლში  Se კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული.

საცნობარო მნიშვნელობები

Se ანტიოქსიდაციური აქტივობა E ვიტამინის აქტივობის მსგავსია. ამრიგად, სელენის დეფიციტი ასოცირებულია გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებასთან, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების დაგოვებასა და შედეგად უჯრედების მემბრანის დაზიანებას.

5′იოდთირონინ დეიოდინაზა სელენპროტეინია (ფერმენტია), რომელიც მონაწილეობს პერიფერიული თიროქსინის (T4) გარდაქმნაში ტრიიოდთირონინად (T3).

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/seleniu/

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button