ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾117.00
სელენი ერთ-ერთი მიკროელემენტია, რომელიც იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური (ჟანგვითი) სტრესისგან.
ქსოვილებსა და უჯრედებში აღწერილია დაახლოებით 25 სელენოპროტეინი (ცილები, რომლებიც შეიცავს სელენოცისტეინის ნაშთს), რომლებიც კლასიფიცირდება გლუტათიონ-პეროქსიდაზებად, თიორედოქსინის რედუქტაზებად და დეიოდინაზებად.
სელენი გლუტათიონ-პეროქსიდაზას აუციელებლი კოფაქტორია. გლუტათიონ-პეროქსიდაზები ფერმენტების ოჯახია, რომლებიც მეტაბოლიზმის პროცესში აკატალიზებს ორგანული წყალბად-პეროქსიდების დეგრადაციას და უზრუნველყოფს ცილების, ლიპიდების და ნუკლეინის მჟავების დაცვას დამჟანგავი მოლეკულებისგან.
ანტიოქსიდაციური აქტივობა E ვიტამინის აქტივობის მსგავსია. ამრიგად, სელენის დეფიციტი ასოცირებულია გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებასთან, რაც იწვევს თავისუფალი რადიკალების დაგოვებასა და შედეგად უჯრედების მემბრანის დაზიანებას.
5′იოდთირონინ დეიოდინაზა სელენპროტეინია (ფერმენტია), რომელიც მონაწილეობს პერიფერიული თიროქსინის (T4) გარდაქმნაში ტრიიოდთირონინად (T3).
სელენი უზრუნველყოფს ტოქსიკური მეტალების ეფექტების მოდულირებას ორგანიზმში, როგორებიცაა: დარიშხანი (As), კადმიუმი (Cd), ვერცხლისწყალი (Hg), ვერცხლი (Ag), ტყვია (Pb) და პლატინა (Pt). სელენის დღეღამურ პრევენციულ დოზას (50-200 ნგ/დღეში) შეუძლია ამ ტოქსიკური მეტალების კლინიკური ეფექტის თავიდან აცილება.
სელენის დეფიციტი იწვევს მიოკარდიუმის დაზიანებას და კარდიომეგალიის (გულის ზომაში მომატების) განვითარებას. გულის უჯრედების დაზიანებას მემბრანის მთლიანობის დაკარგვა იწვევს, რასაც მოსდევს კარდიომიოციტების ჩანაცვლება ფიბროზული (შემაერთებელქსოვილოვანი) უჯრედებით. სელენის დეფიციტი დაკავშირებულია სხვა პათოლოგიებთანაც, როგორებიცაა: კატარაქტა, ოსტეოართრიტი ბავშვებში, ფრჩხილის დეფორმაციები, ზრდის დარღვევა და სხვა.
სელენით ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოიწვიოს მედიკამენტის სახით მისმა ზედოზირებამ, ან სამრეწველო ნარჩენების სახით ორგანიზმში მისმა მოხვედრამ. მძიმე მრეწველობაში სელენი გამოიყენება სპილენძის დამუშავების პროცესში, ნახევარგამტარების წარმოებაში, ვულკანიზაციაში, რეზინის წარმოებაში და სხვა.
მისი ანტიოქსიდაციური თვისებების გამო სელენი არ წარმოადგენს ტერატოგენულ (ემბრიონის ანომალიების გამომწვევ) ელემენტს.
პაციენტის მომზადება – წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს
საკვლევი ნიმუში – ვენური სისხლი
სელენის რეფერენტული საზღვრები დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე:
< 40 ნგ/ლ-ზე ნაკლები მაჩვენებელი როგორც წესი მიუთითებს სელენის დეფიციტზე და შესაბამისად – გლუტათიონ-პეროქსიდაზას აქტივობის დაქვეითებაზე.
გადოლინიუმის და იოდის მაღალი კონცენტრაცია გავლენას ახდენს შრატის სელენის მაჩვენებელზე. შესაბამისად, გადოლინიუმის და იოდის შემცველი პრეპარატების შეყვანიდან
მინიმუმ 96 საათი სელენის კვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია