ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾91.00 Original price was: ₾91.00.₾65.60Current price is: ₾65.60.
„სეზონური რესპირატორული პაკეტი“ მოიცავს კვლევებს, რომლებიც გვაძლევს ინფორმაციას სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი მიზეზების , აგრეთვე სისხლის უჯრედული რეაქციის და ანთების შესახებ.
პროფილური კვლევა მოიცავს შემდეგ ანალიზებს:
სეზონური რესპირატორული დაავადებების კლინიკური გამოვლინებებისას :
სხეულის ტემპერატურის მატება (37-38 გრადუსი), ყელის ტკივილი, თვალების წვა და ტკივილი, სურდო და ზოგადი ინტოქსიკაცია (სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი და საერთო სისუტე). შესაძლებელია ისეთი გართულებები, როგორიცაა რინოსინუსიტი, ბრონქიტი და ფილტვების ანთება. დიარეა (უფრო ხშირია გრიპის მქონე ბავშვებში, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერ ასაკში კოვიდ-19-ით). გემოს ან ყნოსვის ცვლილება ან დაკარგვა, თუმცა ეს უფრო ხშირია კოვიდ-19-თან ერთად;
„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.
„COVID-19“ არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 რნმ ვირუსით (ე.წ „კორონა“ ვირუსით) და იგი სხვადასხვა ინდივიდში განსხვავებულად მიმდინარეობს, დაწყებული ასიმპტომურიდან დამთავრებული მწვავე მიმდინარეობებით. ეს სიმპტომები, სავარაუდოდ, ასოცირდება ორგანიზმში ინფექციის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებთან, რომელთა დადგენაც (ცვლილებების მონიტორინგი) შესაძლებელია სისხლის სპეციფიური კომპონენტების ე.წ. მარკერების ცვლილებებზე დაკვირვებით.
„ინფლუენზა“ (Influenza A/B) , რომელიც ცნობილია როგორც “გრიპი”, არის გადამდები რესპირატორული ვირუსი. გრიპი არის ზედა სასუნთქი გზების სწრაფად გადამდები ვირუსული ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს რესპირატორული სეკრეციის, ცემინების ან ხველების მეშვეობით. ეს ხასიათდება ანტიგენური ცვალებადობით, სეზონურობით და ძლიერი ზემოქმედებით ზოგად პოპულაციაზე. გრიპის A და B ტიპები ყველაზე გავრცელებული ფორმებია, რომლებიც, როგორც წესი, იწვევენ სეზონურ ეპიდემიებს.
C-რეაქტიული ცილა (CRP) არის ციკლური, მწვავე ფაზის ცილა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლის მიერ ანთების დროს.
იგი გამოიყენება როგორც ორგანიზმში ანთებითი პროცესის საიმედო მარკერი. იგი იზრდება სწრაფად, მაგრამ არასპეციფიურად ქსოვილის დაზიანებისა და ანთების საპასუხოდ და მეტად მგრძნობიარე და სწრაფი მაჩვენებელია, ვიდრე ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე). თუ CRP დონე უკვე მომატებულია, ედს-ის დონე შეიძლება ჯერ კიდევ ნორმალური იყოს.
სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტის ასაღებად საჭიროა :
ცხვირ-ხახის ნაცხი, ვენური სისხლი
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.
აქციის ფარგლებში „სეზონური რესპირატორული პაკეტის“ ფასია 65.60 ლარი, ნაცვლად 91 ლარისა.
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |