ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კორტიზოლი ნერწყვში | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:შუაღამის კორტიზოლი ნერწყვში
SKU: ME68

45.00

საკვლევი მასალა: ნერწყვი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

  • თითო  ტესტი გულისხმობს  ნიმუშის შესაგროვებელ თითო ტუბს!
  • თუ პაციენტს რამდენიმე ნიმუშის აღება ესაჭიროება, თითოეული ტუბის ღირებულებას იხდის ცალ-ცალკე !

 

ნიმუშები იგზავნება ყოველ პარასკევს!

მასალის ჩაბარება რეგიონების ლაბორატორიულ ცენტრში უნდა მოხდეს ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ხოლო თბილისის ფილიალებში ხუთშაბათს მთელი დღის განმავლობაში, ან პარასკევს დღის პირველ ნახევარში!

კორტიზოლი მნიშვნელოვანი გლუკოკორტიკოიდია, რომელიც არაერთი ფიზიოლოგიური პროცესის რეგულაციაში მონაწილეობს. კორტიზოლი სინთეზდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში. სისხლის ნაკადში არსებული კორტიზოლის 90% დაკავშირებულია სტეროიდშემბოჭველ გლობულინთან და ცილა ალბუმინთან. მისი მხოლოდ მცირე წილი ცირკულირებს ტავისუფლად, რომელიც ურთიერთქმედებს რეცეპტორებთან.

ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიულ თვისებებთან ერთად, კორტიზოლი უზრუნველყოფს სისხლის გლუკოზის კონცენტრაციის მომატებას, გლუკონეოგენეზის სტიმულაციის გზით.

კორტიზოლის სინთეზი და გამოყოფა რეგულირდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-ადრენული სისტემის მიერ, უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით. სისხლში კორტიზოლის დაბალი დონე იწვევს ჰიპოთალამუსი მიერ რილიზინგ ჰორმონის გამოყოფას, რომელიც აძლიერებს ჰიპოფიზის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის წარმოქმნას. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი კი  თავის მხრივ გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის იმ უჯრედებზე, სადაც ხდება კორტიზოლის სინთეზი. სტრესი ასევე იწვევს კორტიზოლის გამოყოფის სტიმულაციას.

დღეღამეში კორტიზოლის დონე იცვლება – უფრო მაღალია დილით და მცირდება საღამოს.

 

კორტიზოლი ნერწყვში

თავისუფალი კორტიზოლის კონცენტრაცია შრატში, წონასწორობაშია ნერწყვის კორტიზოლის კონცენტრაციასთან.

ნერწყვში კორტიზოლის ტესტის სენსიტიურობა  92-100% და სპეციფიურობა  93-100% შეადგენს.

ნერწყვის კორტიზოლის განსაზღვრა მნიშვნელოვანი ტესტია კუშინგის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად, მათ შორის ბავშვებში.

 

 

ნერწყვის კორტიზოლის მაჩვენებლების ნორმის ფარგლებში დაბრუნება პირდაპირ კავშირშია ჰიპერტენზიის, ჰიპოკალემიის და ფსიქიკური სიმპტომების შემცირებასთან. ნერწყვში კორტიზოლის დონის მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ჰიპოფიზის ადენომის პოსტოპერაციულ შედეგებზე და შესაძლო რეციდივზე.

 

როდის ტარდება კვლევა?

  • ნერწყვში კორტიზოლის განსაზღვრა პირველი რიგის კვლევაა კუშინგის სინდრომის დიაგნოსტიკაში.
  • ტესტი უტარდებათ სიმსუქნის, დეპრესიის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, მენსტრუალური დარღვევების, მეორადი ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებს.
  • ტესტი ტარდება პაციენტებში, ასაკისთვის შეუფერებელი მდგომარეობებით: მაგ ნაადრევად განვითარებული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი და სხვა.
  • ჭარბწონიან ბავშვებში, ზრდის შეფერხებით
  • თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომებით პაციენტებში
  • პაციენტებში, – რომელთაც მრავლობითი კლინიკური გამოვლინებები აღენიშნებათ, კორტიზოლის სიჭარბის ფონზე.

 

პაციენტის მომზადება

ნიმუშის შეგროვებამდე აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • ნიმუშის აღების დღეს დაუშვებელია თამბაქოს მოწევა
  • დაუშვებელია უშუალოდ ნიმუშის შეგროვებამდე კბილების გამოხეხვა
  • ნიმუშის შეგროვებამდე 30 წუთის განმავლობაში აკრძალულია საკვების და სასმელის მიღება
  • ნიმუშის შეგოვებამდე 3 საათის განმავლობაში რეკომენდებულია მოსვენებულ მსგომარეობაში ყოფნა (ფიზიკური და ემოციური სტრესისგან თავის დასაცავად).
  • ოპტიმალურია ნიმუშის აღება ღამის 11:00-12:00 საათებს შორის პერიოდში

 

 

  • თითო კვლევისთვის განკუთვნილია თითო სინჯარა
  • თუ აუცილებელია რამდენიმე ნიმუშის აღება, თითოული ნიმუშისთვის ცალ-ცალკე ფორმდება კვლევა, შესაბამისი ტუბით და  დამოუკიდებელი კოდით. 
  • პაციენტს ნიმუშის ასაღებ სინჯარას  ვატანთ სახლში

ნიმუშის შეგროვების წინ აუცილებელია პაციენტის მოსამზადებელი რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავირიდოთ ნიმუშის დაბინძურება და არასწორი შედეგის მიღება.

ნერწყვში კორტიზოლის აღება რეკომენდებულია ღამის 11:00 და 12:00 საათებს შორის, მოსვენებულ მდგომარეობაში. ამ დროს კორტიზოლის დონე მინიმალურია და სწორედ ამ ფონზე უნდა მოხდეს მისი მაჩვენებლის განსაზღვრა დარღვევის გამოსავლენად.  თუმცა,  ექიმის მითითების საფუძველზე, შესაძლოა  დღის სხვა მონაკვეთშიც მოხდეს ნიმუშის (ნერწყვის) შეგროვება.

 

თუ ექიმის რეკომენდაციით რამდენიმე ნიმუშის აღებაა საჭირო, თითოეული მათგანი შეგოვდება ცალ-ცალკე ტუბში და ცალცალკე კოდით გაფორმდება ლაბორატორიაში.

 

დღის განმავლობაში, კორტიზოლის რამდენიმე ნიმუშის საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დროის შემდეგ მონაკვეთებში:

 

06:00-დან 10:00 ჩათვლით (დილით)

16:00-დან 20:00 ჩათვლით (საღამოს)

23:00-24:00 შუალედში (შუაღამით)

 

 

ნიმუშის შეგროვების ინსტრუქცია

  1. გახსენით ნიმუშის შესაგროვებელი ტუბი (არ შეეხოთ ტუბში მოთავსებულ ტამპონს ხელით)

2. ტუბზე ხელის ზეწოლით ტამპონი მოათავსეთ ენაზე

 

3. ენაზე მოთავსებული ტამპონი ეპირის ღრუში მსუბუქად აბრუნეთ და გაჟღინთეთ ნერწყვით

4. ხელით შეხების გარეშე დააბრუნეთ ტამპონი ტუბში

 

5. ტუბს მოარგეთ სახურავი. ეტიკეტზე მიუთითეთ ნიმუშის არების დრო (თარიღი, საათი)

6. ნიმუში შეინახეთ მაცივარში, ლაბორატორიაში მიტანამდე (2-8 გრადუს ტემპერატურაზე)

 

 

ნიმუშის დამუშავება

  • ლაბორატორიაში მიღებული ტუბი დააცენტრიფუგეთ 2 წუთის განმავლობაში 3000 rpm სიჩქარით
  • დაცინტრიფუგების შემდეგ ტუბიდან ამოიღეთ ტამპონი

 

ნიმუშის მოცულობა: 1 მლ

სტაბილურობა: 4 დღე 2-8 გრადუსზე. გაყინული 12 თვე

მეთოდი: ECLIA იმუნოშეფასება, ელექტროქემილუმინესცენციით

 

შედეგების ინტერპრეტაცია

კუშინგის სინდრომი ნერწყვის კორტიზოლის დონის მომატებით ხასიათდება.

ნერწყვის კორტიზოლის მომატებული მაჩვენებლის დაფიქსირებისას რეკომენდებულია ტესტის განმეორება მინიმუმ 2-ჯერ (სხვადასხვა დღეს).

 

კვლევის შედეგზე გავლენას ახდენს თანმხლები დაავადებების არსებობა, დღე-ღამური რითმის დარღვევა (ცვლებში მუშაობისას), სტეროიდების შემცველი ორალური გელებით ნიმუშის დაბინძურება (იძლევა ცრუ დადებით პასუხს), ნიმუშის შეგროვება დღის არასწორ მონაკვეთში (დილით შეგროვილი ნიმუში ხშირ შემთხვევებში  უსარგებლოა)

 

  • თითო  ტესტი საჭიროებს  ნიმუშის შესაგროვებელ თითო ტუბს!
  • თუ პაციენტს რამდენიმე ნიმუშის აღება ესაჭიროება, თითოეული ტუბის ღირებულებას იხდის ცალ-ცალკე !

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button