ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾210.00
რომა ინდექსი (საკვერცხის მალიგნიზაციის რისკის ალგორითმი)
რომა ინდექსი სანდო ტესტია საკვერცხის ეპითელური სიმსივნეებისა და კეთილთვისებიანი წარმონაქმნების სადიფერენციაციოდ. ის არ წარმოადგენს საკვერცხის კიბოს იზოლირებულ სასკრინინგო კვლევით მეთოდს. გამოიყენება საკვერცხის მალიგნიზაციის რისკის შესაფასებლად, დანამატების მოცულობითი წარმონაქმნების არსებობისას.
რომა ინდექსი, ანუ საკვერცხის მალიგნიზაციის რისკის შეფასების ალგორითმი აერთიანებს კარცინოემბრიონულ ანტიგენს Ca-125 და ადამიანის ეპიდიდიმურ (სათესლის დანამატის) პროტეინ 4-ს და აფასებს მენოპაუზის სტატუსს და საკვერცხის ავთვისებიანი პროცესების რისკს, მცირე მენჯის წარმონაქმნების მქონე ქალებში.
რომა ინდექსის განსაზღვრა შესაძლებელია: 18 წელზე მეტი ასაკის, მცირე მენჯის და საკვერცხის დანამატების მოცულობითი პროცესების მქონე ადამიანებისთვის, ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვისას. ROMA-ინდექსის მონაცემები არ განიხილება დამოუკიდებლად, არამედ კლინიკურ და რადიოლოგიურ მონაცემებთან კონტექსტში.
კვლევა უტარდება მხოლოდ ქალებს
გაფრთხილება
ROMA-ინდექსის შეფასება კლინიკურ-რადიოლოგიური მონაცემების გარეშე არასწორია. ასევე ის არ წარმოადგენს ქირურგიული მკურნალობის საჭიროების განსაზღვრის ინდიკატორს.
საწყის სტადიაზე რომა-ს დაბალი მაჩვენებელი არ გამორიცხავს ონკოლოგის კონსულტაციას და დაკვირვებას დინამიკაში.
რომა-ინდექსი არ გამოიყენება: ქალებში, რომლებსაც მანამდე ჩატარებული აქვთ კიბოს გამო მკურნალობა, ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებისას, ორსულებში, 18 წლის ასაკზე ახალგაზრდებში.
მცირე მენჯის მოცულობითი პროცესების დროს, დიფერენცირებული დიაგნოსტიკისათვის
საკვერცხის კარცინომული ანტიგენი CA125 < 35
ადამიანის ეპიდიდიმური პროტეინი HE4: პრემენოპაუზაში: < 70; პოსტმენოპაუზაში: < 140;
ROMA-ინდექსის მონაცემების ინტერპრეტაცია
პრემენოპაუზაში:
< 7,4 დაბალი რისკი
< 25,3 მაღალი რისკი
პოსტმენოპაუზაში
> 7,4 მაღალი რისკი
> 25,3 დაბალი რისკი
კვლევის მეთოდი : ელექტროქემილუმინესცენტური იმუნოანალიზი
საკვლევი მასალა: სისხლის შრატი
პაციენტის მომზადება კვლევისთვის: პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ბიოტინის შემცველი მედიკამენტების მაღალ დოზას (>5 მგ/დღეში), მასალის აღებიდან მინიმუმ 8 საათის მანძილზე თავი უნდა შეიკავონ პრეპარატის მიღებისგან.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები