
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾42.00
რევმატოიდული ფაქტორი (RF) არის ავტოანტისხეული, რომლის განსაზღვრა გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკისა და შეფასების პროცესში. მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ასევე სხვა აუტოიმუნურ, ანთებით ან ინფექციურ მდგომარეობებთან, ამიტომ შედეგის ინტერპრეტაცია საჭიროა კლინიკურ მონაცემებთან ერთად.
(RF) არის აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფი რომელმაც შეიცვალა თავისი თვისებები ვირუსის ან სხვა აგენტის ზემოქმედების ქვეშ. ისინი, როგორც წესი, IgM ანტისხეულებია, მაგრამ შეიძლება წარმოადგენდნენ IgG და IgA ანტისხეულებსაც.
RFსინთეზირდება სინოვიალური მემბრანის პლაზმური უჯრედების მიერ. აუტოანტისხეულებს შეუძლიათ შექმნან იმუნური კომპლექსები როგორც კომპლემენტის სისტემის ცილებთან, ასევე სხვა ცილებთან ერთად. სინოვიალურ სითხეში მოხვედრისას აუტოანტისხეულები ფაგოციტირდებიან და ნადგურდებიან ნეიტროფილების მიერ, რაც აინდუცირებს ანთებითი მედიატორების გამოყოფას, რომლებიც აზიანებენ სახსრის ქსოვილს.
აუტოანტისხეულებს შეუძლიათ ასევე წარმოქმნან დიდი ცილოვანი კომპლექსები, რომლებიც ვერ ფაგოციტირდებიან და შედეგად დეპონირდებიან სისხლძარღვების ირგვლივ, უჯრედშორის სივრცეში, რაც იწვევს ანთებითი რეაქციის – ვასკულიტის – განვითარებას.
RF არ მონაწილეობს რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი ანთებითი პროცესის ინიცირებაში, თუმცა, სავარაუდოდ, განაპირობებს პროცესის გამწვავებას და მდგრადობას.
RFორგანიზმში შეიძლება გამოჩნდეს დაავადების დაწყებამდე და ზოგჯერ დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე წლით ადრე.
RF არსებობა/არარსებობის მიხედვით, რევმატოიდული ართრიტი იყოფა 2 კატეგორიად: სეროპოზიტიური ან სერონეგატიური. რევმატოიდული ართრიტის მქონე სეროპოზიტიურ პაციენტებში ეროზიული ართრიტის განვითარების რისკი, სახსრების ფუნქციის დაკარგვითა და სახსარგარე გამოვლინებებით, რამდენჯერმე მეტია სერონეგატიურ პაციენტებთან შედარებით.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
RF-ის დონე იზრდება:
აივ-დადებითი პაციენტები არიან სერონეგატიური ართრიტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, სახსრების ფუნქციის დაკარგვით და სახსარგარე გამოვლინებებით, როგორიცაა რევმატოიდული კვანძები, ფილტვის დაავადება, ვასკულიტი, ფელტის სინდრომი (ნეიტროპენია და სპლენომეგალია, ასოცირებული რევმატოიდულ ართრიტთან).
RF არ არის სპეციფიური აუტოანტისხეული მხოლოდ რევმატოიდული ართრიტისთვის და განისაზღვრება შემაერთებელი ქსოვილის სხვა დაავადებების და ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (ენდოკარდიტი, ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი) დროსაც.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
