ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროფილი

ცნობილი როგორც:Women’s health profile
SKU: 9216

Original price was: ₾290.00.Current price is: ₾184.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

 „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროფილი“  მოიცავს 7 ძირითად პარამეტრს:

 

  1. დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი (DHEA-S) არის თირკმელზედა ჯირკვლების მიერ წარმოებული სტეროიდული ჰორმონი. მისი წარმოება რეგულირდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) და პროლაქტინის მიერ. ტესტოსტერონთან ერთად, DHEA-S (DHEA-C) გამოიყენება, როგორც ჰირსუტიზმის სკრინინგის ტესტი (ჰიპერანდროგენემიის კლინიკა: სიმელოტე, ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის მოშლა, აკნე, ვირილიზაცია).

 

2.ესტრადიოლი (E2) არის ბიოლოგიურად ყველაზე აქტიური ესტროგენი. ესტროგენები მონაწილეობენ ქალის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში და პროგესტერონთან ერთად პასუხისმგებელნი არიან მენსტრუალური ციკლის რეგულირებაზე, ქალის სასქესო ორგანოების განვითარებასა და ორსულობის შენარჩუნებაზე. ისინი გავლენას ახდენს კალციუმის მეტაბოლიზმზე და დადებითად მოქმედებს ძვლის მასაზე. ესტროგენების დაბალი დონის დროს აღინიშნება ძვლის მინერალიზაციის შემცირება, რაც იწვევს ადვილად მოტეხილობებს და პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზს.

 

3. LH (მალუთეინიზერებელი ჰორმონი), FSH-თან (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი) ერთად მიეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონების ჯგუფს, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო ჯირკვლებს ანუ გონადებს  FSH და LH სეკრეცია არის პულსური და კონტროლდება ჰიპოთალამუსისგან გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) პერიოდული გამოყოფით. LH და FSH არეგულირებენ და ასტიმულირებენ გონადების (საკვერცხეების და სათესლეების) ზრდასა და ფუნქციონირებას. ამ ორ ჰორმონს წარმოქმნიან ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული უჯრედები, საიდანაც ისინი სისხლში აღწევს და აქედან – გონადებამდე: საკვერცხეებში ისინი ასტიმულირებენ ფოლიკულების ზრდასა და მომწიფებას, ყვითელი სხეულის ფორმირებასა და განვითარებას, შესაბამისად, ესროგენებისა და პროგესტერონის სინთეზსა და სეკრეციას, ხოლო მამაკაცებში, LH ასტიმულირებს სათესლე ჯირკვლის ლეიდიგის უჯრედებს, ტესტოსტერონის გამომუშავებასა და სპერმის ნორმალურ მომწიფებას.

მალუთეინიზებელი ჰორმონის ყველაზე მაღალი დონე აღინიშნება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში და უკავშირდება ოვულაციის ინდუქციას (საკვერცხისგან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოყოფა) და ყვითელი სხეულის წარმოქმნას, რომლის სეკრეციის მთავარი პროდუქტია პროგესტერონი.

 

4.ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) მალუთეინიზირებელ ჰორმონთან (LH) ერთად განეკუთვნება გონადოტროპული ჰორმონების ოჯახს. ისინი სინთეზირდებიან ჰიპოფიზის წინა წილში, ჰიპოთალამუსისგან გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის ზემოქმედების შედეგად. სისხლში გონადოტროპული ჰორმონების დონე კონტროლდება სასქესო ჰორმონების (ესტროგენი, პროგესტერონი, ტესტოსტერონი და ა.შ.), ჰიპოთალამუსზე უარყოფითი უკუკავშირის ზემოქმედების პრინციპით.

 

5.პროგესტერონიარის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება საკვერცხეებში, თირკმელზედა ჯირკვლებში და ორსულობის დროს პლაცენტაში. საკვერცხეებში მისი სინთეზი სტიმულირდება LH-ით, ორსულობის დროს – hCG-ით, რომელიც პირველ რიგში ასტიმულირებს პროგესტერონის წარმოქმნას ყვითელ სხეულში, შემდეგ კი სინთეზი გადადის პლაცენტაში. პროგესტერონის კონცენტრაცია მჭიდრო კავშირშია ყვითელი სხეულის განვითარებასა და რეგრესიასთან. ფოლიკულურ ფაზაში შესაძლებელია მხოლოდ მინიმალური ოდენობის გამოვლენა. პროგესტერონის მატება შეინიშნება ოვულაციამდე ერთი დღით ადრე და გრძელდება ლუთეინური ფაზის განმავლობაში. პროგესტერონის დონის განსაზღვრა საუკეთესო ტესტია ოვულაციის დასადასტურებლად. ორსულობის დროს, პროგესტერონის დონის თანდათანობითი ზრდა აღინიშნება 9-დან 32 კვირამდე, და ხშირად 100-ჯერ მეტია ვიდრე ორსულობის დაწყებამდე. პროგესტერონის კონცენტრაცია უფრო მაღალია მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევებში. პროგესტერონი საშვილოსნოს ლორწოვან გარსს გარდაქმნის ჯირკვლებით მდიდარ ქსოვილად (სეკრეტორული ფაზა), რაც ხელს უწყობს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაციას.

5. პროლაქტინის სეკრეცია ხდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ და გამოიყოფა ეპიზოდურად. პროლაქტინი შრატში გვხვდება სამი განსხვავებული ფორმით; მათ შორის ჭარბობს მონომერული ფორმა (80%), რომელიც ბიოლოგიურად და იმუნოლოგიურად აქტიურია, 5-20%-ს შეადგენს დიმერული ფორმა (“დიდი” პროლაქტინი), რომელიც ბიოლოგიურად არააქტიურია, ხოლო 0,5-5%-ს – ტეტრამერული ფორმა (“დიდი-დიდი” პროლაქტინი), რომელსაც აქვს დაბალი ბიოლოგიური აქტივობა.

 

 

6.ტესტოსტერონი არის მამაკაცის მთავარი ანდროგენული ჰორმონი; მისი სინთეზი ხორციელდება თითქმის ექსკლუზიურად სათესლეების ლეიდიგის უჯრედებში. ტესტოსტერონის სეკრეციას აკონტროლებს ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH) და ექვემდებარება უარყოფით უკუკავშირს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მეშვეობით. მოცირკულირე ტესტოსტერონის ძირითადი ნაწილი შეკავშირებულია სასქესო ჰორმონის შემბოჭველ გლობულინთან (SHBG).

ტესტოსტერონი მონაწილეობს როგორც მამაკაცის სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაში, ასევე პროსტატისა და სათესლე ბუშტუკების ფუნქციის შენარჩუნებაში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

პროდუქტის აღწერა

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა :
• ვენური სისხლი.
• იმის გამო, რომ პროლაქტინის კონცენტრაცია იცვლება დღის სხვადასხვა დროს, რეკომენდებულია ტესტის ჩატარება დილით გაღვიძებიდან 2 საათის განმავლობაში.
• სისხლი არ უნდა იქნას აღებული გინეკოლოგიური გამოკვლევის, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების ან ძუძუს სტიმულაციის შემდეგ. რეკომენდებულია ტესტის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე, სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
• ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს შედეგებზე და მათი მიღება უნდა შეწყდეს ექიმის დანიშნულებით.
• ქალებში ჰორმონის ბაზალური დონე ისაზღვრება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეებში (3-5) დღეს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირებისას სასურველია ჰორმონის რამდენიმეჯერ განსაზღვრა ციკლის სხვადასხვა ფაზაში. ტესტის ჩაბარებისას პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი .

• სისხლის ლაბორატორიული ტესტების ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა დილით უზმოდ ყოფნა.
• გამოკვლევამდე 8-12 საათის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის,ცხიმიანი საკვების მიღება, მოწევა და ფიზიკური დატვირთვა.
• ტესტი არ ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის ან მასზე ოპერაციის შემდეგ.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

 

 

 

აქციის ფარგლებში „ქალთა რეპროდუქციული  ჯანმრთელობის პაკეტის ფასია  184 ლარი, ნაცვლად  263 ლარისა.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button