ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პროტეინ S100 | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:პროტეინ S100
SKU: 735

145.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

S100 ცილების ოჯახი მოიცავს 25 ცილას ამინომჟავური მიმდევრობის და სტრუქტურული მსგავსებით. თუმცა ამ ცილების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელია სიღრმისეულად შესწავლილი. S100 ცილები მონაწილეობს სხვადასხვა პროცესებში, როგორიცაა: უჯრედების პროლიფერაცია, მიგრაცია, აპოპტოზი, ანთებითი რეაქცია, Ca2+ ჰომეოსტაზი, ენერგიის მეტაბოლიზმი და სხვა.
კალციუმის იონები ჩართულია მთელ რიგ უჯრედულ პროცესებში, დაწყებული კუნთის შეკუმშვით, უჯრედის დიფერენციაციით და სიკვდილით დამთავრებული. სასიგნალო და უჯრედშიდა Ca2+ დონეები რეგულირდება კალციუმის ტრანსპორტერებით და მემბრანული არხებით.
S100 ცილების ოჯახი კალციუმშემბოჭველი ცილებია, თუმცა ისინი ასევე თუთიას და სპილენძსაც უკავშირდება. S100 ცილებს „შინაგანი“ ფუნქცია არ გააჩნიათ. ისინი ფუნქციებს ახორციელებენ სამიზნე ცილებთან, ცშირად კი კალციუმტან ბმის გზით. S100 ცილებს გააჩნიათ როგორც უჯრედშიდა, ისე უჯრედგარე სამიზნეები.
მრავლობითი ფუნქციებიდან გამომდინარე s100 ოჯახის ცილებს შესაძლოა რამდენიმე სახელი ქონდეს: S100A4 – ცნობილია როგორც კალვასკულინი; S100A6 – კალციკლინი; S100A8/A9 -კალპროტექტინი და სხვა.
ზოგიერთი კალციუმშემბოჭველი ცილები, მაგალითად კალმოდულინი და ტროპონინი-C მხოლოდ უჯრედშიდა დონეზე ფუნქციოირებს. თუმცა, სხვა S100 ცილები მოქმედებენ როგორც ინტრა ასევე ექსტრაცელულურად და არეგულირებენ სამიზნე უჯრედების ფუნქციას პარაკრინული და აუტოკრინული გზით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

როდის ჩავიტაროთ კვლევა? S100 ცილების განსაზღვრა გამოიყენება როგორც დამატებითი სადიაგნოსტიკო საშუალება, ამა თუ იმ დიაგნოზის დროს.

საცნობარო მნიშვნელობები

S100 ცილები, როგორც დაავადებების ბიომარკერები
რადგანაც S100 ცილების ბევრი წარმომადგენელი სხეულის სხვადასხვა სითხეებში გვხვდება, ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც დაავადებების სპეციფიკური ბიომარკერები.
S100A4 – ღეროვანი უჯრედების გლიომის ბიომარკერია, რომლის გაძლიერებული ექსპრესია (წარმოქმნა) მეტასტაზების არსებობაზე მიუთიტებს.
S100A6 ცილის კონცენტრაციის მატება შრატში ასოცირებულის კუჭის სიმსივნეებთან.
S100A7 მატება აღინიშნება ალცჰეიმერით დაავადებული პაციენტების ცერებრო-სპინალურ სითხესა და თავის ტვინში.
S100A12-ის მატება შრატში დამახასიათებელია შაქრიანი დიაბეტისთვის. ეს ცილა ასევე წარმოადგენს იუვენილური იდიოპათიური ართრიტის დროს განვითარებული ანთების ბიომარკერს.
S100A8/A9 პლაზმაში კონცენტრაციის მატება ახასიათებს გაცხიმოვნების და კორონარული არტერიის დაავადებებით პაციენტებს. ეს ცილა ასევე წარმოადგენს ნაწლავის ანთებითი დაავადებების და მათ შორის კრონის დაავადების მართვის ბიომარკერს. ფეკალური S100A8/A9 გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სადიფერენციაციოდ.
დადგენილია, რომ S100B ცილა წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შეფასების ბიომარკერს. მისი წარბი ექსპრესია ასევე დაკავშირებულია დაუნის სინდრომთან.

S100 ცილები როგორც თერაპიული სამიზნეები
არაერთი კვლევით დადგენილია, რომ S100 ცილები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც პოტენციური თერაპიული სამიზნეები არაერთი დაავადების მკურნალობის პროცესში.

S100 ცილები -კალგრანულინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანთებითი დაავადებების იმუნურ პასუხში ( ართრიტი, ათეროსკლეროზი, მიკრობული ინფექციებბი), ისევე როგორც რევმატოიდული ართრიტით პაციენტების სახსრების ანთებასა და ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციებში.
S100a7 უხვად პროდუცირებს ფსორიაზული დაზიანებებისას.
S100 ცილების არაერთი წარმომადგენელი, ძირითადად S100A4 and S100A8/9 იდენტიფიცირეულია როგორც მთავარი პათოგენეზური კომპონენტი კიბოს და ისეთი დაავადების განვითარებაში,როგორებიცაა: დიაბეტი და ანთებითი დაავადებები.

პროდუქტის აღწერა

S100 ოჯახის ცილები ჩართულია უჯრედშიდა და/ან უჯრედგარე რეგულატორულ პროცესებში, როგორებიცაა: უჯრედის აპოპტოზი (პროგრამირებული სიკვდილი), პროლიფერაცია (გამრავლება), დიფერენციაცია, მიგრაცია, ინვაზია, ენერგიის მეტაბოლიზმი, Ca2+ ჰომეოსტაზი, ცილების ფოსფორილირება, ანთებითი რეაქცია და სხვა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button