Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პროტეინ S-ის აქტივობა

ცნობილი როგორც:პროტეინ S-ის აქტივობა
SKU: 2087

125.00

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

პროტეინი S K-ვიტამინ დამოკიდებული გლიკოპროტეინია რომელიც თრომბოციტებშია წარმოდგენილი და სინთეზდება ღვიძლის და ენდოთელიური უჯრედების მიერ.

პროტეინი S მოქმედებს როგორც ნატურალური ანტიკოაგულანტი. ის წარმოადგენს -აქტივირებული პროტეინ C-ს (APC)  კოფაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს Vა და VIIIა შედედების ფაქტორების ინაქტივაციას. გარდა ამისა პროტეინ S-ს გააჩნია აქტივირებული პროტეინ C-სგან დამოუკიდებელი ანტიკოაგულაციური აქტივობა რომელიც ხელს უშლის პროთრომბინის კომპლექსების წარმოქმნას.

პროტეინ S-ის თანდაყოლილი დეფიტი აუტოსომურ-დომინანტური დარღვევაა. ის გვხვდება ღრმა ვენების თრომბოზით დაავადებულთა 2-6%-ში. ამ პაციენტებში გაცილებით მაღალია სპონტანური აბორტის, ორსულობის გართულებების და არტერიული თრომბოზის რისკი.

 

პროტეინ S-ის დეფიციტის სამი ვარიანტია აღწერილი: პროტეინ S-ის საერთო და თავისუფალი ანტიგენის მაჩვენებლის და პლაზმაში პროტეინ S-ის აქტივობის შესაბამისად.  I და III ვარიანტები უფრო მეტად ტიპურია, ვიდრე II –  პროტეინ S-ის დისფუნქციური დეფიციტი.

პროტეინ S-ის ჰომოზიგოტური დეფიციტი იშვიათია, შესაძლოა გამოვლინდეს სისხლძარღვთაშიდა დისემინირებული შედედებით ახალშობილებში და მისი იზეზია პროტეინ S-ის სრული არარსებობა.

პროტეინ S-ის შეძენილი დეფიციტის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. შესაძლოა განვითარდეს თრომბოზის ნებისმიერი რისკფაქტორის ფონზე და უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე თანდაყოლილი ფორმები. პროტეინ S-ის შეძენილი დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს:  K ვიტამინის დეფიციტი, ანტიკოაგულაციური თერაპია, ღვიძლის დაავადება, თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპუარ, ორსულობა, ესტროგენთერაპია, ნეფრიტული სინდრომი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და სხვა.

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პროტეინ S-ის მაჩვენებლები ცვალებადია ასაკის და სქესის მიხედვით.

პროტეინ S და შემაკავშირებელი ცილის (C4bBP) ოდენობა ერთმანეთის შესაბამისად რეგულირდება.

საერთო პროტეინ S-ის ანტიგენის  გაზრდილი რაოდენობა და თავისუფალი პროტეინ S-ის  ანტიგენის დაბალი მაჩვენებელი მწვავე ან ქრონიკულ ანთებით პროცესს შეესაბამება, ან შესაძლოა ასახავდეს დაავადებას პლაზმის C4bBP ცილის ზრდით.

პაციენტებში, რომლებშიც პროტეინ S-ის თანდაყოლილი დეფიციტია ნავარაუდევი და პლაზმის თავისუფალი პროტეინ S-ის ოდენობა ნორმაშია, რეკომენდებულია თავისუფალი პროტეინ S-ის აქტივობის კვლევა. ეს შეესაბამება პლაზმის პროტეინ S-ის მეორე ტიპის დეფიციტს (იშვიათია).

 

პლაზმის საერთო პროტეინი S-ის ანტიგენის ზრდის კლინიკური მნიშვნელობა ბოლომდე გარკვეული არაა, რადგანაც ამ სიტუაციაში თავისუფალი პროტეინ S-ის ანტიგენის მაჩვენებელი  როგორც წესი ნორმაშია.  პლაზმის საერთო პროტეინი S-ის ანტიგენის ზრდა და თავისუფალი  პროტეინ S-ის ანტიგენის მაჩვენებლის დაქვეითება –  შეძენილ დეფიციტზე მიუთითებს (მაგ: ორსულობის ან მწვავე ანთებითი პროცესის დროს).

საერთო და ტავისუფალი პროტეინ S-ის ანტიგენის მაჩვენებლის დქვეითება  – K ვიტამინის დეფიციტისთვის, ან ზოგჯერ ვარფარინით თერაპიისთვისაა  დამახასიათებელი.

 

თანდაყოლილი და შეძენილი ფორმების დიფერენციაციისთვის ზოგჯერ საჭირო ხდება განმეორებითი კვლევა. ასევე, ზოგ შემთხვევებში ოჯახის წევრების კვლევაც.

საცნობარო მნიშვნელობები

 

წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს როგორც ორალური ისე საინექციო ანტითრომბოზული მკურნალობა.

საკვლევი მასალა: თრომბოციტებით ღარიბი პლაზმა

რეფერალური ნორმა:

აქტივობა –  63,5-149 %

 

ნორმალურ დროულ ან ნაადრევ ახალშობილებში შესაძლოა პროტეინი S-ის დონე დაქვეითებული იყოს.

დამატებითი ინფორმაცია

კვლევა ტარდება  თრომბოზის ანამნეზის მქონე პაციენტებში.

პროტეინი S გამოიყოფა ენდოთელიური უჯრედების, მეგაკარიოციტების, ჰეპატოციტების და ლეიდიგის უჯრედების მიერ.  პროტეინი S სისხლში ცირკულირებს. მისი 60% შეკავშირებულია კომპონენტი-4-შემაკავშირებელ ცილასთან, ხოლო 40% თავისუფალი სახითაა. პროტეინი S-ის ორივე ფორმა მოქმედებს როგორც ანტიკოაგულანტი, შესაბამისად მათი დეფეციტი უკავშირდება ღრმა ვენების თრომბოზს და იშემიურ ინსულტს.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button