ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾80.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს პარასკევს 12:00 საათამდე
პროტეინი C გლიკოპროტეინია, რომელიც სინთეზდება ღვიძლში (ვიტამინი K მონაწილეობით), ცირკულირებს პლაზმაში და მონაწილეობას იღებს თრომბოზის პრევენციაში. მისი ანტიკოაგულაციური ფუნქცია გამოიხატება V და VIII ფაქტორების ინაქტივაციით. ის ასევე მოქმედებს როგორც პრო-ფიბრინოლიზური (ფიბრინის დამშლელი) აგენტი.
პროტეინი C აქტივირება ხდება თრომბინის მეშვეობით. აქტივაციის დაჩქარებას განაპირობებს თრომბინსა და ენდოთელიური უჯრედების თრომბომოდულინს შორის ურთიერთქმედება.
აქტივირებული პროტეინი C შლის გააქტივებულ V და VIII ფაქტორებს, პროტეოლიზური გახლეჩის გზით, რითაც ამცირებს პლაზმის კოაგულაციურ აქტივობას. კოაგულაციის ფაქტორების ინაქტივაციისათვის აუცილებელია კოფაქტორის – პროტეინ S-ის არსებობა, ისევე როგორც უჯრედის მემბრანის ზედაპირზე კალციუმის და ფოსფოლიპიდების. აქტივირებული პროტეინ C განეიტრალება ხდება ალფა-2-ანტიპლაზმინის და ალფა-2-მაკროგლობულინის მეშვეობით.
პროტეინ C დეფიციტი თანდაყოლილი, ან შეძენილი ხასიათისაა. თანდაყოლილი დეფიციტის შემთხვევაში კლინიკური გამოვლინებების სიმძიმე დამოკიდებულია გენის ალელების ჰომოზიგოტურ ან ჰეტეროზიგოტურ სტატუსზე.
ჰეტეროზიგოტურ ინდივიდებში აღინიშნება ღრმა ვენური თრომბოზი, ფილტვის ემბოლიით, ან მის გარეშე ახალგაზრდა ასაკში.
ჰომოზიგოტურ შემთხვევებში ვლინდება მასობრივი თრომბოზი დაბადებისთანავე, რაც ახალშობილთა პურპურის და ლეტალური გამოსავლის მიზეზი ხდება.
პროტეინი С შეძენილი დეფიციტი ვლინდება ღვიძლის დაავადებების, დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა შედედების სინდრომის, ინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის, ესენციური ჰიპერტენზიის, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, ავთვისებიანი პროცესების და პერორული ანტიკოაგულანტებით ან L-ასპარაგინაზით მკურნალობის დროს.
კვლევა ტარდება უზმოდ. ორალური ანტიკოაგულანტების მიღება უნდა შეწყდეს კვლევის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე.
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
70-140%
პროტეინი C აქტივობის დაქვეითება დაკავშირებული ა შემდეგ მდგომარეობებთან:
პროტეინი C ჰეტეროზიგოტურ ინდივიდებში თრომბოზის განვითარების რისკი დაახლოებით 7-ჯერ მეტია, ზოგად პოპულაციასთან შედარებით.
ჰომოზიგოტურ ინდივიდებში პროტეინი C აქტივობა პრაქტიკულად ვერ დგინდება.
პროტეინი C დეფიციტს ახასიათებს ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება ახალგაზრდა ასაკში.
პროტეინი C დეფიციტთან ასოცირებულია ასევე ორსულობის შეწყვეტა 28 კვირის ზემოთ გესტაციურ ვადაზე.
პროტეინი C აქტივობა დაბალია ახალშობილებში
ორსულობა, ორალური კონტრაცეფცია და პოსტოპერაციული მდგომარეობა ასევე ასოცირებულია პროტეინი C აქტივობის დაქვეითებასთან.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |