
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾106.00 Original price was: ₾106.00.₾79.00Current price is: ₾79.00.
თირეოიდული ჰორმონების პროფილი II | გაფართოებული სკრინინგი არის ლაბორატორიული ანალიზების კომპლექსი, რომელიც უფრო დეტალურად აფასებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ვიდრე სტანდარტული ტესტები.
ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. TSH-ის (ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი) ზემოქმედებით ჯირკვალი გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს:
T4 (თიროქსინს) და T3 (ტრიიოდთირონინს).
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. კერძოდ: ძირითად მეტაბოლიზმზე, ჟანგბადის მოხმარებაზე, ენერგიის ბალანსზე, სითბოს წარმოქმნაზე.
ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას, როდესაც ეჭვი გვაქვს თიროიდული ჯირკვლის დაზიანებაზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , რომ თიროიდული ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები საწყის ეტაპზე, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად. ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია – ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.
შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ჯირკვლის სრული ფუნქციური მდგომარეობის შესასწავლად რეკომენდებულია ჰორმონების შემდეგი კომბინაციის ტესტირება: FT3, FT4 და TSH ანუ თირეოიდული ჰორმონების პროფილი II – გაფართოებული სკრინინგი:
ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.
მომატებული ფუნქცია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომებით:
ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები