Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

თირეოიდული ჰორმონების პროფილი I | სკრინინგი

ცნობილი როგორც: Profile of Thyroid Hormones I | Screening
SKU: 1940

51.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. TSH-ის (ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი) ზემოქმედებით ჯირკვალი გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს:

T4 (თიროქსინს) და T3 (ტრიიოდთირონინს).

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. კერძოდ: ძირითად მეტაბოლიზმზე, ჟანგბადის მოხმარებაზე, ენერგიის ბალანსზე, სითბოს წარმოქმნაზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას, როდესაც ეჭვი გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებაზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ , რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ან დაავადებები საწყის ეტაპზე, ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად. ამიტომ, დროული დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია – ფარისებრი ჯირკვლის პერიოდული სკრინინგი.

შესწავლა რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში. ტესტი ასევე ინიშნება გადიდებული ჯირკვლის (ე.წ. “ჩიყვის”) ან “კვანძების” მქონე პირებში.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია შეიძლება გამოვლიდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • წონაში კლება ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე;
  • აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება;
  • ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით;
  • კანკალი;
  • უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი;
  • თვალების წინ წამოწევა;
  • ხშირი შარდვა ან დიარეა.

ან პირიქით, ფუნქციის დაქვეითებისას აღინიშნება:

  • წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი;
  • გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა;
  • ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი;
  • დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება;
  • ყაბზობა;
  • წარბების გათხელება ან თმის ცვენა;
  • სიცივის მუდმივი შეგრძნება.

TSH და FT4 ტესტები ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მკურნალობის ან ოპერაციის შემდეგ. მკურნალობის დასაწყისში ტესტი უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ. ზუსტი შემანარჩუნებელი დოზის დადგენისთანავე – 2-6 თვეში ერთხელ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

თუ TSH ნორმაზე მაღალია, სავარაუდოა, რომ FT4 ნორმალურ დიაპაზონში იქნება ან თუ ნორმაზე დაბალია – მაშინ გაქვთ ჰიპოთირეოზი. თუ პირიქით – TSH დაბალია, ვიდრე ნორმალური მნიშვნელობები და FT4 არის ნორმის ზედა ზღვარზე ან მის ზემოთ – ეს დამახასიათებელია ჯირკვლის ჰიპერფუნქციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

საწყის ეტაპზე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა შესაძლებელია თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების პროფილი I – ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ორ ძირითად პარამეტრს:

  • თირეოტროპული ჰორმონის (TSH) დადგენა არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოზის საწყისი (პირველი) ტესტი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის მცირე ცვლილებაც კი იწვევს TSH– ის კონცენტრაციის გამოხატულ ცვლილებას. ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი ძალიან სპეციფიური და მგრძნობიარე პარამეტრია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლისთვის, აგრეთვე ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ფარისებრი სისტემის დაავადებების გამოვლენისა და გამორიცხვისთვის;
  • თავისუფალი თიროქსინი (FT4) არის თიროქსინის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქცია, რომელიც სისხლში ცირკულირებს, არ არის დაკავშირებული სისხლის ცილებთან და შეადგენს სერთო თიროქსინის – T4-ის 0.03%-ს.
    თავისუფალი თიროქსინი (FT4) წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების მიერ TSH – ის ზემოქმედებით და რეგულირდება ე.წ უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით. იგი ზრდის სითბოს წარმოებას და ჟანგბადის მოხმარებას სხეულის ყველა ქსოვილის მიერ, გარდა თავის ტვინის, ელენთისა და სათესლეებისა; ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს ღვიძლში; ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას; აჩქარებს ცილების მეტაბოლიზმს; ზრდის შარდის კალციუმის ექსკრეციას; ააქტიურებს ძვლის მეტაბოლიზმს, მაგრამ უფრო მეტად – ძვლის რეზორბციას; აქვს დადებითი ქრონო- და ინოტროპული ეფექტი გულზე; ასტიმულირებს რეტიკულურ ფორმაციას და კორტიკალურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
    თავისუფალი თიროქსინის (FT4) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) კომბინირებული შესწავლა გვაძლევს ფარისებრი ჯირკვლის უფრო სრულყოფილ სურათს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შეცვლილი თიროქსინის შემაკავშირებელი გლობულინის (TBG) დონე (ორსულობა, ანდროგენების, ესტროგენების, სალიცილატების მიღება და ა.შ.).

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტის ჩაბარება ხდება უზმოდ, დილის საათებში (დაახლოებით 10 საათამდე). ტესტირებამდე ყავის მიღება და მოწევა სერიოზულად იმოქმედებს შედეგებზე. დასაშვებია ტესტირებამდე 250 მილილიტრი წყლის დალევა.

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button