ზოგადი ინფორმაცია
1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ტესტის ღირებულება იქნება 1537.50 ლარი, ნაცვლად 2050 ლარისა
მემკვიდრული არა-პოლიპური კოლორექტული კიბო აუტოსომურ-დომინანტური დარღვევაა, რომელიც გვხვდება ქალებში და კოლორექტული სიმსივნეების 1-4% შეადგენს.
მემკვიდრული არა-პოლიპური კოლორექტული კიბოს მქონე პაციენტებს არ აღენიშნებათ პოლიპების არსებობა, ან აღენიშნებათ – მცირე რაოდენობით.
მემკვიდრული არა-პოლიპური კოლორექტული კიბო ასოცირებულია დნმ-ის დაზიანებების აღმოფხვრის გენების მუტაციებთან, რაც იწვევს შეცდომებს დნმ-ის აღდგენის პროცესების დროს და შესაბამისად – უკონტროლო ზრდას.
EPCAM კიდევ ერთი გენია, რომელიც დაკავშირებულია მემკვიდრული არა-პოლიპური კოლორექტული კიბოს განვითარებასთან. გენში გამოვლენილი დიდი დელეციები იწვევს დნმ-ის უზუსტობების აღმომფხვრელი ცილის (MSH2) წარმოქმნის შემცირებას, რაც ზრდის დნმ-ში შეცდომების სიხშირეს და კოლორექტული კიბოს განვითარების შესაძლებლობას.
PreSENTIA მემკვიდრული არა-პოლიპური კოლორექტული კიბოს პანელი იკვლევს თანდაყოლილ მუტაციებს, რომელთაც მომავალში შეუძლიათ კოლორექტული სიმსივნეების გამოწვევა.
*დნმ-ის შეუსაბამობების აღდგენის გენებია : MLH1, MSH2, MSH6 and PMS2
ვისთვისაა ტესტი განკუთვნილი?
ჩამოთვლილთაგან ერთი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაშიც, აუცილებელია კვლევის ჩატარება:
- კოლორექტული სიმსივნის დიაგნოზი ადრეულ ადაკში (<50 წლამდე)
- დიაგნოსტირებული ლინჩის სინდრომი.
- Yლინჩის სინდრომთან ასოცირებული სიმსივნეები- ასაკისგან დამოუკიდებლად
- ახლო ნათესაურ წრეში ლინჩის სინდრომთან ასოცირებული სიმსივნეების შემთხვევები
- 50 წლის ასაკამდე კიბოს განვითარების ოჯახური ანამნეზი
რამდენ გენს იკვლევს პროფილი?
მემკვიდრული არა-პოლიპური კოლორექტული კიბოს პანელი იკვლევს 5 გენს
სინდრომები, ასოცირებული პანელთან
- კონსტიტუციური შეუსაბამობების აღდგენის სინდრომი (EPCAM, MSH2, MSH6, MLH1, PMS2)
- ლინჩის სინდრომი (EPCAM, MLH1, MSH2, MSH6, PMS2)
წყარო
- Duraturo F, Liccardo R, De Rosa M, Izzo P. Genetics, diagnosis and treatment of Lynch syndrome: Old lessons and current challenges. Oncol Lett. 2019 Mar;17(3):3048-3054. doi: 10.3892/ol.2019.9945. Epub 2019 Jan 18. PMID: 30867733; PMCID: PMC6396136.
- Edwards, P. and Monahan, K.J., 2022. Diagnosis and management of Lynch syndrome. Frontline Gastroenterology, 13(e1), pp.e80-e87.
- Moller P, Seppala TT, Bernstein I, et al. Cancer risk and survival in path_MMR carriers by gene and gender up to 75 years of age: a report from the prospective Lynch syndrome database.Gut 2018; 67: 1306– 1316.
- Kanth P, Grimmett J, Champine M, Burt R, Samadder NJ. Hereditary Colorectal Polyposis and Cancer Syndromes: A Primer on Diagnosis and Management. Am J Gastroenterol. 2017 Oct;112(10):1509-1525. doi: 10.1038/ajg.2017.212. Epub 2017 Aug 8. PMID: 28786406.
გენები
EPCAM, MLH1, MSH2, MSH6, PMS2
კვლევისთვის ნიმუშის აღება მოხდება:
- რეგიონებში: ხუთშაბათს
- თბილისში: ხუთშაბათს ან/და პარასკევს (დღის პირველ ნახევარში)
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება პარასკევს, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუშები ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს პარასკევს 12:00-მდე
აღებული ნიმუში იგზავნება და კვლევა ტარდება ლაბორატორია MEDICOVER Genetics–ისსაერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
ტესტისპასუხებიხელმისაწვდომიანიმუშისაღებიდან 20სამუშაოდღეში.პასუხიგადაიგზავნებაექიმისადაპაციენტისელ.ფოსტაზე.ასევეშესაძლებელიამიღებაადგილზელაბორატორიულცენტრში.
საჭიროებისშემთხვევაში, „სინევოს“ლაბორატორიაგთავაზობთგენეტიკოსისკონსულტაციას.
გამოყენებისინსტრუქცია
PreSENTIA-ს ნიმუშების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ნაკრები განკუთვნილია მემკვიდრული სიმსივნის წინასწარგანწყობის კვლევისთვის საჭირო მასალის შეგროვების, ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.
უსაფრთხოებისზომები
- In Vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის.
- ლოყის ლორწოვანის ნაცხის შესაგროვებელი მოწყობილობები განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის, ერთი ადამიანის მიერ.
- ნაკრები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15°C-დან 25°C-მდე). სათანადოდ შენახული ნაკრებები სტაბილურია ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
- არ გამოიყენოთ ვადაგასული ნაკრები.
- არ გაყინოთ შეგროვებული ნიმუშები.
პროდუქტისშიგთავსი
ნიმუშისშესაგროვებელი მოწყობილობა: ლოყის ლორწოვანის ნაცხის შესაგროვებელი ერთი (1) მოწყობილობა.
შესაფუთიმასალები:ნიმუშის დასალუქი ერთი (1) ბიოუსაფრთხოების ჩანთა,
ერთი (1) უსაფრთხოების სტიკერი.
დოკუმენტაცია:
- შტრიხკოდის ერთი (1) ბარათი, ორი (2) ეტიკეტით
- ნიმუშის შესავსები ფორმა (SIF)
- ინფორმირებული თანხმობის ფორმა
ნიმუშისშეგროვებისინსტრუქცია
- შეავსეთ ნიმუშის აღების ფორმა.
- სრულად მიუთითეთ პაციენტის სახელი და გვარი შტრიხკოდის ეტიკეტებზე და დაამაგრეთ იგი ლოყის ნაცხის შესაგროვებელ მოწყობილობაზე.
- ხელთათმანების გამოყენებით გახსენით ჩანთა და ამოიღეთ პლასტიკატის ტუბი.
- ტუბის თავსახურის მარტივად გასახსნელად, ერთი ხელით დაიკავეთ პლასტიკატის ტუბის ტამპონი და ცერით დააწექით თეთრ სახურავს.
- დაიჭირეთ ტამპონი სახელურით (თეთრი თავსახურით), ამოიღეთ ტამპონი პლასტმასის ტუბიდან და დადეთ ტუბი სუფთა ზედაპირზე.
- მოათავსეთ ტამპონი პირის ღრუში ენაზე და დაასველეთ ნერწყვით ათი წამის განმავლობაში.
- ამოძრავეთ ტამპონი პირის ღრუს ერთ მხარეს ლოყასა და ღრძილებს შორის ზედა-ქვედა მიმართულებით 10 წამის განმავლობაში. ამავდროულად მეორე ხელით დაამასაჟეთ ლოყა გარედან, რათა გააძლიეროთ ტამპონის ხახუნი ლორწოვანთან.
- მე-7 პუნქტის თანმიმდევრობა გაიმეორეთ პირის ღრუს მეორე მხარეზეც.
- ნიმუშის აღების შემდეგ, ჩადეთ ტამპონი ისევ პლასტიკატის ტუბში და დახურეთ იგი საიმედოდ.
- ნიმუში მოათავსეთ ბიოუსაფრთხოების ჩანთაში და საიმედოდ დალუქეთ.
- მოათავსეთ დალუქული ჩანთა ბუფერებიან კონვერტში.
- კონვერტის წებოვან ზოლს მოაცილეთ საფარი და კონვერტი დალუქეთ.
მნიშვნელოვანიინფორმაცია
- ლოყის ლორწოვანის ნიმუში უნდა შეგროვდეს შეფუთვის გახსნისთანავე.
- ზედმეტი ძალდატანებით არ მოხაროთ ტამპონი პაციენტის ნიმუშის აღებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩხირის გატეხვა.
- ნიმუშის შეგროვებამდე 60 წუთის განმავლობაში პაციენტს ეკრძალება: მოწევა, საკვების და სითხის მიღება (გარდა წყლისა), კბილების გახეხვა და საღეჭი რეზინის ღეჭვა.
- გთხოვთ, ყურადღებით მიჰყვეთ ნიმუშის ეტიკეტირების, შეგროვებისა და ტრანსპორტირების ინსტრუქციას.
- შეამოწმეთ პაციენტის ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემის სისწორე და მოთხოვნებთან შესაბამისობა ნიმუშის შეფუთვამდე და ტრანსპორტირებამდე.
შეკვეთისდეტალებიდამხარდაჭერა
დახმარებისთვის ან დამატებითი ნაკრების შეკვეთისთვის, გთხოვთ, დარეკოთ +(995)32 2 800 111 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე info@synevo.ge. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ მისამართზე Synevo.ge