ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
პორფირინები ციკლური ნაერთებია, რორმლებიც მონაწილეობს ჰემოგლობინისა და სხვა ჰემოპროტეინების (სისხლის ცილების) ფორმირებაში და ჩართულია ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში.
პორფირიები დაავადებათა ჯგუფს განეკუთვნება რომლის გამომწვევი მიზეზია ფერმენტების დეფიციტი, ჰემის წარმოქმნის სტადიაზე. (ჰემი რკინის შემცველი პიგმენტია, ჰემოგლობინის წინამორბედი). ფერმენტის დეფიციტი იწვევს პორფირინების და მისი წინამორბედი ნაერთების აკუმულირებას სისხლში, რასაც შესაბამისი სიმპტომოკომპლექსის გამოვლენა მოსდევს.
პორფობილინოგენი და ამინოლევულენის მჟავა (პორფირინის წინამორბედი ნაერთები) დაგროვებისას იწვევს მუცლის მწვავე ტკივილს და ნეიროფსიქიატრიულ სიმპტომებს.
პორფირინის დაგროვება (ინამორბედი ნივთიერებების დაგროვების გარეშე), იწვევს სინათლისადმი მომატებულ მგრძნობელობას.
ფერმენტული დეფიციტი შესაძლოა იყოს გენეტიკური (თანდაყოლილი) და შეძენილი, რომლის მაპროვოცირებელი შესაძლოა გახდეს: ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ტყვიით მოწამვლა და სხვა. პორფირინები აკუმულირდება პლაზმაში, ერითროციტებში, შარდში და განავალში.
მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება პორფირინების რაოდენობის მატება:
ტყვიით ქრონიკული მოწამვლა ხშირად იწვევს ზომიერ კოპროპორფირინურიას (350-1500ნგ/24სთ შარდში), მაშინ როცა მწვავე მოწმავლისას საერთო პორფირინების მაჩვენებელი აღწევს 10000ნგ/24სთ შარდში, რომლის 80% წარმოადგენს კოპროპორფირინი.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |