
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00
ტესტი ზომავს IgE ტიპის ანტისხეულებს ალვის ხის მტვრის მიმართ. იგი გამოიყენება რესპირატორული ალერგიების დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით სეზონური ალერგიული რინიტისა და ასთმის დროს.
რატომაა ალვის ხის მტვერი ალერგენი?
ალერგიას იწვევს არა მაკროსკოპული ბამბისმაგვარი წარმონაქმნები, არამედ მიკროსკოპული მტვერი, რომელიც ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში და იწვევს სენსიბილიზაციას.
ალვის ხეების დამტვერვა მარტის ბოლოდან მაისის ბოლომდე გრძელდება და შემაწუხებელ ჩივილებს იწვევს მის მტვერზე ალერგიულ პაციენტებში.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის:სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს
საკვლევი მასალა:ვენური სისხლი
სეზონური ალერგიული რინიტი – ქავილი, ცემინება, სურდო, თვალების გაწითლება
ასთმის სიმპტომები – ქოშინი, ხიხინი, ხველა
პოლინოზი – გაზაფხულზე და ზაფხულში ალერგიული რეაქციები
IgE ტესტის მაჩვენებელი არ წარმოადგენს საბოლოო დიაგნოზს – საჭიროა კლინიკური სიმპტომების გათვალისწინება
ჯვარედინი რეაქციები – ალვის მტვრის ალერგია შეიძლება გადაიკვეთოს სხვა ხის მტვრის ალერგენებთან
საინტერესო ფაქტია, რომ ალვის ხის ალერგიის მქონე პაციენტებს ზოგჯერ ჯვარედინი რეაქცია უვითარდებათ ისეთ ხილზე და ბოსტნეულზე, როგორიცაა: ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ლეღვი, საზამთრო, ფორთოხალი, პომიდორი, კიტრი, ბროკოლი, კომბოსტო, ყაბაყი და სხვა. ეს განპირობებულია ერთი და იგივე ცილის შემცველობით, რომლის მიმართაც იმუნური რეაქცია ვითარდება.
ალვის ხის ალერგიის დიაგნოსტირება ყოველთვის მარტივი არ არის, რადგან ის ემთხვევა სხვა პოლინოზების (მცენარეულ მტვერზე ალერგიების) სეზონს. გასათვალისწინებელია ალერგია ოთახის მცენარეებზეც. საუკეთესო გზა, ალერგენის დასადგენად, ალერგიული ტესტების ჩატარებაა – ყველა სავარაუდო ალერგენზე.
ყველაზე საუკეთესო საშუალება, ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, მასთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანაა. პოლინოზები ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, თუმცა არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია:
ალერგენთან კონტაქტის შემცირება, ალერგიული რეაქციის განვითარებისგან აბსოლუტურ დაცვას არ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა მადესენსიბილიზებელი მკურნალობა, რომლის გეგმის და დოზირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალისტი.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
