ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾107.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
პლაზმინოგენი სინთეზდება ღვიძლში და ცირკულირებს 2 ძირითადი ფორმით: GLU-პლაზმინოგენი (შეიცავს გლუტამინის მჟავის ნაშთს) და LYS-პლაზმინოგენი. ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი არააქტიურ პლაზმინოგენს გარდაქმნის აქტიურ პლაზმინად. გარდა ამისა პლაზმინოგენის პლაზმინად კონვერტაციაში მონაწილეობს: უროკინაზული პლაზმინოგენის აქტივატორი, კოაგულაციის ფაქტორი XIა და XIIა.
პლაზმინი – პროტეაზული ფერმენტია და მონაწილეობს ფიბრინის დაშლაში.
პლაზმინოგენის დეფიციტი გენეტიკურად განპირობებული აუტოსომურ-რეცესიული პათოლოგიაა.
პლაზმინოგენის აქტივობის შეფასება ასახავს სხვადასხვა პოტენციურ დეფექტს.
რეფერალურინორმები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში განსხვავებულია.
პლაზმინოგენის ნორმალური კონცენტრაცია ახალშობილებში ბევრად დაბალია.
პლაზმინოგენის ქრომოგენური კვლევა: წარმოადგენს პლაზმინოგენის აქტივობის ნახევრადფუნქციურ კვლევას. კვლევისას პლაზმინოგენის გააქტივება ხდება სტრეპტოკინაზის მეშვეობით, რომელიც მას გარდაქმნის პლაზმინად. პლაზმინოგენის ფუნქციური ანალიზი ადგენს არის თუ არა პლაზმინოგენის დეფიციტი. თუ ფუნქციური ტესტი ავლენს პლაზმინოგენის შემცირებულ აქტივობას, მაშინ ტარდება ანტიგენის ტესტი, პირველი და მეორე ტიპის დარღვევის გამოსავლენად.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |