
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
სისხლში ფოსფორის განსაზღვრა აფასებს ორგანიზმში ფოსფატების კონცენტრაციას და ეხმარება ექიმს მინერალური ცვლის, თირკმელებისა და პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის, ასევე ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის შეფასებაში.
ფოსფორი მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ორგანიზმში ძირითადად ფოსფატების სახით გვხვდება. მისი დიდი ნაწილი ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი, სადაც კალციუმთან ერთად მონაწილეობს მათი სტრუქტურისა და სიმტკიცის შენარჩუნებაში. ფოსფორი ასევე აუცილებელია უჯრედებში ენერგიის წარმოქმნისთვის (ATP), ნერვუსაკვლევი მასალა: ვენური სისხლილი იმპულსების გადაცემისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სისხლში ფოსფორის კონცენტრაცია იზრდება (ჰიპერფოსფატემია):
სისხლში ფოსფორის კონცენტრაცია მცირდება (ჰიპოფოსფატემია):
ფოსფორი (P) სისხლში – ბიოქიმიური ანალიზია, რომელიც ზომავს ფოსფორის დონეს პლაზმაში და გამოიყენება ძვლების ჯანმრთელობის, მეტაბოლური პროცესებისა და ელექტროლიტური ბალანსის შეფასებისთვის.
ფოსფორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირებაში, ასევე ჩონჩხის სიძლიერის შენარჩუნებაში. ის ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისთვის.
შრატის ფოსფატის ტესტში მხოლოდ სისხლის არაორგანული ფოსფორის დონის შემოწმება ხდება. ის ორგანიზმში ფოსფორის მცირე ნაწილს წარმოადგენს და მისი დონე დამოკიდებულია კვებასა და სხვადასხვა ჰორმონის სეკრეციაზე. მისი შეწოვა ხდება ნაწლავის ეპითელიუმით და მისი ჰომეოსტაზი დამოკიდებულია თირკმლებზე, ამიტომ, ფოსფატების დონის ცვლილება ყველაზე ხშირად თირკმლების ფუნქციის დარღვევით არის განპირობებული.
ფოსფორი მეორე ყველაზე გავრცელებული მინერალია ადამიანის ორგანიზმში კალციუმის შემდეგ. იგი წარმოადგენს სხეულის წონის 1%-ს, რაც ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 600-700გ ფოსფორია. ყველაზე დიდი რაოდენობით ფოსფორი გვხვდება ჩონჩხის ძვლებში (85% ჰიდროქსიაპატიტის სახით), დანარჩენი ნაწილი – კუნთებში, ნერვებსა და სისხლში.
ფოსფორი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირებაში, ასევე ჩონჩხის სიძლიერის შენარჩუნებაში. იგი მოქმედებს კალციუმთან ერთად, რაც ხელს უწყობს ძვლების აშენებას. ძვლების ჯანმრთელობისთვის საჭიროა კალციუმის და ფოსფორის სწორი რაოდენობა.
ფოსფორი (P) არის ერთ-ერთი მთავარი უჯრედშიდა ანიონი; იგი შედის არაორგანული (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმის და ნატრიუმის ფოსფატები) და ორგანული (ნახშირწყლები, ლიპიდები, ნუკლეინის მჟავები და სხვ.) ნაერთების შემადგენლობაში. სისხლის უჯრედულ ელემენტებში ფოსფორი გვხვდება მხოლოდ ორგანული ნაერთების შემადგენლობაში, სისხლის შრატში კი ძირითადად არაორგანული ფოსფატების სახით, რომელთა განსაზღვრაც კლინიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
კვლევა ტარდება უზმოდ, 8–12-საათიანი შიმშილის შემდეგ. მასალის არებამდე წყლის მირება ნებადართულია.
ფოსფორის შემცველი ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტების მიღებაზე აუცილებელია ექიმის და ლაბორატორიის ინფორმირება. მედიკამენტის შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება!
რეკომენდებულია ტესტის ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
