Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პარაგრიპის ვირუსი, სეროტიპი 2 | ას IgG, IgM

ცნობილი როგორც:პარაგრიპის ვირუსი 2 | ას IgG, IgM
SKU: 1410

95.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ადამიანის პარაგრიპის ვირუსი ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსია, რომელიც განეკუთვნება პარამიქსოვირუსების ოჯახს. ის კლასიფიცირდება 4 სეროლოგიურ ტიპად  –  HPIV-1, HPIV-2, HPIV-3 და HPIV-4.

დაავადების მიმდინარეობის კლინიკური სურათი განსაზღვრავს რომელი სეროტიპის კვლევის ჩატარებაა საჭირო.

  1. HPIV-1: სეროტიპი 1 – ძირითადად იწვევს გაციების სიმპტომებს და კრუპს (სასუნთქი გზების შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას).
  2. HPIV-2: სეროტიპი 2 – ძირითადად იწვევს გაციების სიმპტომებს და კრუპს (სასუნთქი გზების შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას).
  3. HPIV-3: სეროტიპი 3 –  აზიანებს  ქვედა სასუნთქ გზებს – იწვევს ბრონქიოლიტის და პნევმონიების განვითარებას.

პარაგრიპის ვირუსი ბავშვთა და მოზრდილთა რესპირატორული ინფექციების გავრცელებული მიზეზია, რომელიც მრავალფეროვან კლინიკურ გამოვლინებებს იწვევს, როგორიცაა: შემცივნება, კრუპი, ბრონქიოლიტი, პნევმონია.

ინფექციის გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება, ამიტომ არსებობს განმეორებითი ინფიცირების შესაძლებლობა. განმეორებითი პროცესი საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და ხშირად მკურნალობის გარეშეც თვითლიმიტირდება.

იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, ხანდაზმულ  ადამიანებში ან 5 წლამდე ასაკის  ბავშვებში ინფექციამ შესაძლოა განიცადოს  პროგრესირება, რაც ასეთ პაციენტებში სიცოცხლისათვის საშიში  შედეგებით შეიძლება დასრულდეს.  პარაგრიპის ვირუსი იწვევს როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების ანთებას. ის სიკვდილიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია.

ვირუსის გავრცელება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით – დაავადებული ადამიანის ნერწყვის წვეთების, ცეიმნება-ხველების ან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით, დასნებოვნებულ ზედაპირებთან და ნივთებთან.

როდის ტარდება კვლევა?

რესპირატორული ინფექციების დიაგნოსტიკა

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება: არ არის საჭირო

ნორმები:

  • პარაგრიპის ანტისხეულები IgG უარყოფითი
  • პარაგრიპის ანტისხეულები  IgM უარყოფითი

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button