ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾95.00
ოსტაზა, ძვლოვანი წარმოშობის ტუტე ფოსფატაზას იზოენზიმია, ანუ ერთერთი ფორმა, რომელიც ოსტეობლასტების ზედაპირზე სინთეზდება და სისხლის ნაკადში გამოიყოფა. ოსტაზა მონაწილეობს ძვლის მინერალიზაციაში, ამიტომ ის ითვლება ძვლის მეტაბოლიზმის მაღალმგრძნობიარე მარკერად. მისი ნახევარსიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია. ტუტე ფოსფატაზას ძვლოვანი იზოენზიმის (ოსტაზას) მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ძვლის ზრდის, მოტეხილობის შეხორცების, ოსტეობლასტებიზ მაღალი აქტივობითმიმდინარე დაავადებების, პეჯეტის დაავადების, რაქიტის, ოსტეომალაციის, აკრომეგალიის, ძვლის სარკომის, ძვლოვანი მეტასტაზების და სხვა დაავადებების პერიოდში
კვლევა გამოიყენება ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე დაავადებების მონიტორინგისათვის:
პაციენტის მომზადება: ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ქალები:
პრემენოპაუზაში: 4.9-26.6 ნგ/ლ
პოსტმენოპაუზაში: 5.2-24.4 ნგ/ლ
კაცები: 5.5-22.9 ნგ/ლ
ტუტე ფოსფატაზას ძვლის იზოენზიმის (ოსტაზა) მაჩვენებელი, როგორც წესი მაღალია ბავშვებში
ასაკი | გოგონა | ბიჭი |
< 3 წელზე ნაკლები | 41.9 – 107.0 | 43.4 -104.8 |
3-4 წლის | 29.5 – 108.5 | 29.7 – 84.8 |
4 – 6 წლის | 21.9 – 115.4 | 48.8 – 109.0 |
6 – 8 წლის | 37.1 – 147.9 | 52.6 – 123.0 |
8 – 10 წლის | 42.0 – 107.6 | 52.3 – 105.4 |
10 – 12 წლის | 38.6 – 111.2 | 55.7 – 152.3 |
12 – 14 წლის | 13.7 – 109.8 | 15.5 – 134.0 |
14 – 16 წლის | 10.2 – 72.6 | 16.6 – 127.9 |
16 – 18 წლის | 5.9 – 20.0 | 11.0 – 77.6 |
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები