Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ფარული სისხლდენის ტესტი

ცნობილი როგორც:Occult bleeding test
SKU: 4007

18.00

საკვლევი მასალა: განავალი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი კუჭ-­ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან ფარული სისხლდენის გამოსავლენად ტარდება.

ასეთი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე დაავადებების, მათ შორის ონკოლოგიურის, ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია. ხანგრძლივად არსებული ფარული სისხლდენის დროსაც კი განავალში სისხლის დანახვა როგორც ვიზუალურად, ისე მიკროსკოპულად ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელიც.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • მუცლის არეში ტკივილის, გულძმარვის, გულისრევისა და ღებინების დროს;
  • კუჭის ხშირი მოქმედებისას ფაფისებრი მასებით, ყაბზობის, მუცლის არეში ტკივილის, წონის კლების, მადის დაკარგვის, სხეულის ტემპერატურის მომატებისას;
  • ინსტრუმენტული მეთოდებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის გამოვლენისას, ფარული სისხლდენის გამორიცხვის მიზნით;
  • ჰელმინთების აღმოჩენისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დაზიანების შესაფასებლად;
  • თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს წყლულოვანი დაავადება (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, პოლიპოზი, ნაწლავის ტუბერკულოზი).

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, რომლებსაც თან ახლავს ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, საყლაპავის, კუჭის, მსხვილი და წვრილი ნაწლავის პირველადი და მეტასტაზირებული სიმსივნე, ნაწლავის ტუბერკულოზი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ჰელმინთოზი).

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებების თერაპიის ადეკვატურობის შესაფასებლად;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების სიმძიმისა და პროგნოზის შესაფასებლად.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • განავლის ოკულტური სისხლის ტესტი დადებითად ითვლება, თუ სისხლი აღმოჩენილია განავლის ნიმუშებში. შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევა, როგორიცაა კოლონოსკოპია, სისხლდენის წყაროს დასადგენად.

უარყოფითი შედეგი:

  • განავლის ფარული სისხლის ტესტი უარყოფითად ითვლება, თუ განავლის ნიმუშებში სისხლი არ არის ნაპოვნი. თუ თქვენ გაქვთ მსხვილი ნაწლავის კიბოს საშუალო რისკი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტესტის ყოველწლიურად ჩატარება.

დამატებითი ინფორმაცია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის სისხლდენის დროს იმდენად იცვლება განავლის ფერი, რომ მისი დანახვა ვიზუალურადაც შესაძლებელია. თუ სისხლდენა ნაწლავის ქვედა განყოფილებიდანაა (მსხვილი ნაწლავი, სწორი ნაწლავი), სისხლი ალისფერია, კოლტის ან მინარევის სახით. თუ სისხლდენის წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდანაა (წვრილი ნაწლავი, საყლაპავი, კუჭი), განავლის ფერი შავი, კუპრისფერი ხდება, სისხლსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოცემულ განყოფილებაში პროდუცირებულ განსაკუთრებულ ფერმენტებს შორის რეაქციის გამო.

ფარული სისხლის აღმოჩენა მიანიშნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, რომლებიც არღვევს ლორწოვანი გარსის მთლიანობას, რა დროსაც კუჭის ან ნაწლავის სანათურში გამოიყოფა მცირე რაოდენობით სისხლი. ეს შეიძლება იყოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, არასპეციფიური კოლიტის, კრონის დაავადების, პოლიპის, ჰელმინთებით ინვაზიის დროს.

 

განავალში სისხლი შეიძლება მოხვდეს ცხვირიდან, ღრძილებიდან, ხახიდან სისხლდენის დროს, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან, ეროზიული ეზოფაგიტის, ჰემოროის და სხვა დაავადების დროს, რაც გასათვალისწინებელია ანალიზის შედეგების შეფასებისას.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • გამოკვლევამდე 72 საათის განმავლობაში გამორიცხეთ რაციონიდან ხორცი, თევზი, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი;
  • კვლევამდე 72 საათის განმავლობაში არ შეიძლება სასაქმებელი პრეპარატების მიღება, რექტალური სანთლების გაკეთება, შეზღუდეთ ნაწლავის პერისტალტიკასა და განავლის შეფერილობაზე მოქმედი მედიკამენტების (რკინა, ბისმუტი) მიღება;
  • კვლევა ტარდება რექტომანოსკოპიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიდამოს სხვა დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებამდე.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

#

ლაბორატორიები
Call Now Button