ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾180.00
ნიაცინი ანუ B3 ვიტამინი წყალში ხსნადი ვიტამინია. ნიკოტინამიდი ნიაცინის წარმოებული სუბსტანციაა, რომელიც კოენზიმების – ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდის (NAD) და ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატის (NADP) შემადგენლობაში.
აღნიშნულ კოენზიმებში ნიკოტინამიდი ასრულებს ელექტრონის მიმღების ან დონორის როლს, ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.
ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი (NAD) წარმოადგენს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების და ალკოჰოლის დაშლაში (კატაბოლიზმში) მონაწილე ფერმენტბის კოფაქტორს.
ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატი (NADP) მონაწილეობს ცხიმოვანი მაკრომოლეკულების და ქოლესტეროლის სინთეზში (ანაბოლიზმში) . კვლევებით დადგენილია, რომ ნიკოტინამიდი მონაწილეობს დნმ-ის რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებშიც.
ნიკოტინის მჟავაც და ნიკოტინამიდიც მიიღება საკვები პროდუქტებიდან. ნიაცინის დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს ნორმალური კვებითი რაციონის დარღვევებისას ან საკვებში ამინომჟავა ტრიპტოფანის დეფიციტისას. ტრიპტოფანი მიიღება ცილის დაშლის შედეგად და შესაძლოა გარდაიქმნას ნიკოტინამიდად, ღვიძლის ფერმენტების ზემოქმედებით, რომლებსაც კოფაქტორებად ესაჭიროება ვიტამინი B6, B2 და რკინა. ამ ნაერთების დეფიციტმა შესაძლებელია ნიკოტინამიდის დეფიციტიც გამოიწვიოს.
ჰარტნაპის დაავადება – ტრიპტოფანის აბსორბციის გენეტიკური დარღვევა, შესაძლოა ნიაცინის დეფიციტის მიზეზი გახდეს.
კარცინოიდული სინდრომის დროს ხდება ტრიპტოფანისგან სეროტონინის წარმოების გაძლიერება, რამაც შესაძლოა ნიკოტინამიდის დეფიციტის განვითარება გამოიწვიოს.
იზონიაზიდით გახანგრძლივებული მკურნალობა – ასევე იწვევს ნიკოტინამიდის დეფიციტს.
ნიაცინის დეფიციტი აზიანებს კანს, საჭმლის მომნელებელ სისტემას და ნერვულ სისტემას.
ნიაცინის მწვავე დეფიციტი, ცნობილი როგორც პელაგრა,ასოცირებულია შემდეგ სიმპტომებთან:
პელაგრის დერმატიტი ხასიათდება კანის გასქელება-გარქოვანებით, მუქი პიგმენტაციით რაც ვითარდება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.
მომნელებელი სისტემის სიმპტომებიდან აღსანიშნავია: გულისრევა-ღებინება, დიარეა ან შეკრულობა, ენის ჰიპერემია (სიწითლე).
ნევროლოგიური დარღვევევბიდან პელაგრის დროს აღინიშნება: აპათია, უენერგიობა, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია, მეხსიერების ცვლილებები.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმები: 8,0- 52,0 ნგ/ლ
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები